იტალიამ 2023 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 330 730 ბინადრობის და მუშაობის ნებართვა გასცა.
როგორც Istat -ი იტალიის სტატისტიკის ინსტიტუტის კვლევა იტყობინება, 2023 წელს ემიგრანტებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების რაოდენობის 330 730-ის გარდა მიმდინარე წლის განმავლობაში რეგულარული ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა საერთო რაოდენობამ იტალიაში დაახლოებით 3,6 მილიონს მიაღწია.
ბინადრობის ნებართვების რაოდენობის ზრდაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა უკრაინელ მიგრანტებზე გაცემულმა დადებითმა გადაწყვეტილებებმა, რაც ასევე გახდა მიზეზი იმისა რომ უკრაინელები გახდნენ იტალიის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი , რომლებმაც მიიღეს ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა იტალიაში 2023 წელს თუმცა, მიუხედავად 2023 წელს უკრაინელებზე ყველაზე მეტი რაოდენობის გაცემული ბინადრობის ნებართვისა, მათ საერთო რაოდენობით ეროვნული კუთვნილების ნიშნით უსწრებენ და პირველ და მეორე ადგილზე არიან ალბანელები და მაროკოელები.
რაც შეეხება ბინადრობის ნებართვების კატეგორიებს ალბანელები, მაროკოელები და ინდიელები ყველაზე ხშირად ითხოვენ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვებს.
კვლევების მიხედვით ოჯახის გაერთიანების მიზნით მიმართვები შემცირდა თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფის წევრების მიერ , განსაკუთრებით თვალშისაცემი კლება კი დაფიქსირდა ბანგლადეშელებსა და უკრაინელებში.
კვლევის მიხედვით იტალიაში განაცხადების ზრდა შეინიშნება ოჯახის გაერთიანების და საგანმანათლებლო მიზნებით ბინადრობის ნებართვების კატეგორიებზე,ხოლო ყველა ეთნიკური ჯგუფის მხრიდან მცირდება განაცხადების მიმართვიანობა სამუშაო კონტრაქტების საფუძვლით ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
წყარო : https://schengen.news