შენგენის ზონის სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შედეგად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 15 პოზიციით დაწინაურდა.
პასპორტების რეიტინგს საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ი აქვეყნებს.
რეიტინგის თანახმად, 199 ქვეყანას შორის საქართველო 53-ე ადგილზეა, წინა რეიტინგში კი 68-ე ადგილზე იყო.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან განმარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ.
პასპორტების ინდექსში გერმანია ლიდერობს, მეორე ადგილზე სინგაპურია.
რეგიონის სახელმწიფოებიდან უკრაინა 44-ე ადგილზეა, რუსეთი 48-ზე, თურქეთი 50-ზე, აზერბაიჯანი კი 72-ზე.
ავტორი: სანდრო ჯუფალაკიანი 1tv.ge