„ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირებისა და აღრიცხვის კუთხით, თუმცა არსებობს გამოწვევები და საჭიროა დამატებითი ცვლილებები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს შრომითი მიგრაციული პროცესების მართვა და აღრიცხვა, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ სწორი და გამჭვირვალე სტატისტიკა შრომითი მიგრაციის შესახებ, აღმოვფხვრათ არალეგალური შრომითი მიგრაცია, ადგილობრივი შრომითი ბაზარი გავხადოთ უფრო მეტად დაცული და კონკურენტუნარიანი და ასევე, ეკონომიკური სექტორების მოთხოვნის შესწავლის შესაბამისად, შევიმუშაოთ მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული შრომითი პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდისკენ“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, რომელმაც დღეს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაანიცირა საქართველოს პარლამენტში.
მისივე თქმით, განსაკუთრებული როლი მიენიჭება კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას ადგილობრივი შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიანობის და მისი პროდუქტიულობის ამაღლებისთვის.
„საბოლოო ჯამში, აღნიშნული ცვლილებების მიზანია საქართველოში არსებული შრომითი რესურსის მაქსიმალური ინტეგრაცია ეკონომიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა მან.