საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციამ პოლიტიკური შინაარსი შეიძინა და ეს ვითარება არც გარდაცვლილის ოჯახისა და არც საზოგადოების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. მისი განცხადებით ხელისუფლების  უმთავრესი მიზანია მართლმსაჯულება სათანადოდ აღსრულდეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. რაც შეეხება თავად აქციის შეფასებას ზვიად კვაჭანტირაძის მოსაზრებით: ,, რუსთაველზე მიმდინარე აქციამ...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის  საფრთხე. უწყება სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობს. შსს-ს განცხადებით, მის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. "არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში...
გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მიზანია, საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც მოქალაქეები პოულობენ სამართლიანობის განცდას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამასთან ზაზა სარალიძესთან მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა მას. პრეზიდენტმა ზაზა სარალიძესთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გიორგი მარგველაშვილმა ზაზა სარალიძისაგან საქმესთან...
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამას პასუხობს. წულუკიანის განცხადებით, მოზარდების საქმის გამოძიება „ქუჩაში არ ხდება“: „დღეს ყველამ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, რომ ყველანი დადექით ჩემს გვერდითო. მინდა მას პირველად ვუპასუხო: ბატონო, ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. შესაბამისად, გამოდი, შემხვდი ქუჩაში და აქ გამოვიძიოთ...
დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშრებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ - მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე...
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა, საპროტესტო აქციები დაანონოსა. ზაზა სარალიძე მოსამართლის განაჩენს არ ეთანხმება. ზაზა სარალიძემ საზოგადოებას აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდა. "მთელ საქართველოს გთხოვთ, გემუდარებით, შემომიერთდით. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები. შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს,"-აცხადებს...
ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნილთა სიას საქართველოს ორი მოქალაქე - გიორგი ალიევი და გრიგოლ ბერიკაშვილი დაამატა. ორივე მათგანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით, ანუ უგზოუკვლოდ დაკარგულის სტატუსით ეძებს. გიორგი ალიევი 21 წლის გახლავთ. ინტეროპოლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის რუსთავის მკვიდრია. რაც შეეხება გრიგოლ ბერიკაშვილს, ის გასული წლის ივლისში 55 წლის ასაკში საბერძნეთში გაუჩინარდა. წყარო...
ყველა გამსესხებელს, აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა, მოითხოვოს სხვა ქონება მომხმარებლისგან. მეორე - ლომბარდებს და გამსესხებლებს, ე.წ კერძო მევახშეებს, ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დალომბარდება; 50%-მდე მცირდება სესხის წლიური ეფექტური განაკვეთი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-ისა. მეოთხე - მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს...
თბილიში მიმდინარე დიასპორის ფორუმის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს. ფორუმის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აღმართული ბარიერების გამო სოფელში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიაპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ და ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელმა, დიასპორის წარმომადგენელმა ბელგიიდან, ანა ბალანწარაშვილმა კომენტარი გააკეთეს. https://www.facebook.com/mfageorgia/videos/10155258094100899/?t=20
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის (EACD) მონაწილეებს უმასპინძლეს, რომლის სლოგანიცაა "ერთად უფრო ძლიერები ვართ". https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/957924507709156/?t=10 ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის თბილისში ჩატარების მიზანია ბავშვთა ასაკში შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მდგომარეობის შესახებ ინტერესის გაზრდა; ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეცნიერებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ცოდნის გაფართოებას; ახალი კვლევებისთვის იდეების...