ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის , ამ სახელწოდებით თბილისში ქართული დიასპორის ფორუმი გაიმართა
- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს სთხოვა...
ევროკომისიის პრესსპიკერმა ჟან-კლოდ იუნკერის თბილისში ვიზიტის ამსახველ ფოტოები გამოაქვეყნა. Twitter-ის გვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს გულითადი დახვედრა მოუწყვეს.
ხვალ ჟან-კლოდ იუნკერი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
https://twitter.com/MargSchinas/status/1000023006599630848
1tv.ge
ჩვენო ძვირფასო თანამემამულეებო - საკვირაო სკოლების მესვეურებო,
გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენს მიმართ და გამოვთქვამ მადლიერებას იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის და მეტწილად უანგარო საქმიანობისთვის, რასაც თქვენ ეწევით ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და საერთო ქართული საქმის საკეთილდღეოდ.
საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობის მთავარი მიზანი და ვალდებულებაა ქართულ დიასპორულ ორგნიზაციებთან, საგანმანათლებლო-კულტურულ...
https://www.facebook.com/baramidzekukuri/videos/2105561189467884/?t=11
თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, იდეა პროექტის "შენი იდეა თბილისის მერს" ფარგლებში, მოქალაქემ წარადგინა და მერია მას სიამოვნებით განახორციელებს.
"ეს პროექტი თანხვედრაშია ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე აქვს.
ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 23 სტუდენტი დააჯილდოეს.
კონკურსში მონაწილეობდნენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, სამედიცინო უნივერსიტეტიდან, შსს აკადემიიდან, ახალციხის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.
სტუდენტები 1+4 პროგრამას გადიან, რომელიც ქართული ენის შესწავლას...
“ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო – განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად, ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც...
„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის ენიო მორიკონეს კონცერტი ჩატარდა. ის ქართველი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. იტალიელმა მაესტრომ ცნობილი კომპოზიციები რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა.
მორიკონეს სცენაზე ცნობილი იტალიელი სოპრანო სუზანა რიგაჩიც შეუერთდა.
ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდა და მასშტაბურმა ღონისძიებამ, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გახსნა.
„დარწმუნებული ვარ, მორიკონეს...
საქართველოს საელჩოს კოპენჰაგენში 18 მაისიდან ოფიციალურად ქალაქის ეკონომიკურ ცენტრში, კალვებოდ ბრიუგეს 45 ნომერში გადადის. ძველი შენობისგან განსხვავებით, ახალი სივრცე თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა და ქართულ იუსტიციის სახლსაც წააგავს.
დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის ინიციატივით, საელჩოს შიდა სივრცეში, თითოეულ კარს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დასახელება აქვს, რაც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს....
არაერთხელ აღმინიშნავს ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ და ვთვლი, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენ, ისტორიულად, ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. ამ ისტორიულმა ტრადიციამ ქვეყნის უზენაეს კანონში ჰპოვა სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს თითეული ინდივიდის თანასწორუფლებიანობას.
მოწყვლადი ჯგუფების დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტაჟირების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიურ დეპარტამენტებში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა აყვანას. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით.
https://www.facebook.com/mfageorgia/videos/10155222029825899/?t=2
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი...