დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით 2018 წლის 26 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით, ქ. ორჰუსში გაიმართება საქართველოს საელჩოსა და დანიის პლაკატების მუზეუმის ერთობლივი გამოფენა "ქართული ანბანი და ქართული აფიშები", ხოლო გამოფენა მიეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. გამოფენის ნაწილი დაეთმობა ქართული დამწერლობის სამ სახეობას და მის ისტორიას, ხოლო...
პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვარშავის ეკონომიკის სკოლის საგარეო ურთიერთობათა კლუბის ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს საელჩოს შენობაში გაიმართა ღონისძიება - Action Diplomacy, რომელშიც პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის 18-მა წარმატებულმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩის ილია დარჩიაშვილის ლექცია, თემაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური...
13 აპრილს, ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საელჩოში გაიმართა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც მოწვეულები იყვნენ კიევში არსებული ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეები, მათი პედაგოგები და მშობლები. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ქართულ წერაში. მოსწავლეებს მიეცათ დავალება გადაეწერათ ქართული ცნობილი პოეტების ლექსები დედაენაზე. ჟიურის წევრებმა შეარჩიეს 3 საუკეთესო...
ლა სკალას აკადემიის 2018/2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ 8 სტუდენტს შორის ორი ქართველია. ვულოცავთ გიორგი წამალაშვილს და ცისანა გიორგაძეს! ბევრჯერ გვეამაყოს თქვენი წარმატებით მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენებზე.
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი.კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ
დაუკავშირდეთ:info@satvistomo.de.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის...
ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამართულ კონცერტზე დაუკრავს.
მსოფლიოში აღიარებული 38 წლის ქართველი მუსიკოსი სოლისტის რანგში მიიწვიეს და ის სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დაუკრავს.
ნობელიის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საკონცერტო საღამოს კარინა კანელაკისი უდირიჟორებს.
ჯორჯთაუნის პროფესორის და წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილის ელჩ ჯონ ჰეფერნის მოწვევით, საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს, უკრაინისა და რეგიონალურ გეოპოლიტიკაზე ისაუბრეს ჯორჯთაუნი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამ თემაზე გამართულ ლექციაზე.
გააცანით საქართველო თქვენს უცხოელ მეგობრებს :
Georgia is a small country, but you need to take a deep breath if you’re going to understand it, because Georgia progresses not step by step, but in leaps and bounds. The 33 Georgian Characters are 33 entry points for Georgia’s images and sounds,...
დღეს იტალიის ქალაქ ბარიში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. რომლის გახსნის ცერემონიასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორებთან ურთიერთობების დეპარტანეტის დირექტორი რატი ბრეგაძეც დაესწრო. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოლის გახსნის შემდგომ განაცხადა რომ: ,, გმირობაა, რასაც აკეთებს თითოეული მშობელი, რომელიც მძიმე სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ახერხებს, რომ მათმა შვილებმა ქართულად ისაუბრონ და ქართული ისწავლონ....
22 იანვარს, ქ. ლონდონში ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთში ქართველ სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა საქართველოს საელჩოში.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში, განათლების მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე განათლების სექტორის რეფორმაზე და ქართველი სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს