იმედის კვირის რეპორტაჟის თანახმად იმერული ყველის და მეგრული სულგუნის საბერძნეთის ბაზარზე გატანა, ქართველ ფერმერებს ემიგრაციაში წასულმა ბებიამ და შვილიშვილმა დაასწრეს.
ირინა როსტიაშვილისა და ფოთოლა ორველაშვილის წარმატებული ბიზნესის ისტორია სამი წლის წინ, ერთი ძროხით დაიწყო. ამჟამად ქართულ - ბერძნულ საოჯახო ფერმაში, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ჩამოყვანილი ძროხების რძით, ყველს ქართული ტექნოლოგიით ამზადებენ. ისომაში...
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი კაპრის ქუჩაში მოხდა. კარაბინიერებმა დააკავეს 31 წლის, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ყოფილ შეყვარებულს სასტიკად გაუსწორდა. გამოძიების ცნობით, მამაკაცმა ქალს რამდენჯერმე დაარტყა. დამნაშავე პოლიციამ დააპატიმრა და განყოფილებაში გადაიყვანა.
ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ცნობით, მამაკაცი ქალს ეჭვიანობის ნიადაგზე დაესხა თავს.
ავტორი: ლევან ახალაია 1tv.ge
მორიგი ქართველი ემიგრანტი კორონა ვირუსით ამჯერად მადრიდში დაინფიცირდა , რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს
როგორც უწყებაში აცხადებენ, მადრიდშივე იმყოფება ინფიცირებულის ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად იზოლაციაშია.
„მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც, ამავდროულად, გახლავთ ონკოლოგიური პაციენტი. იგი მოთავსებულია კლინიკაში...
გეპატიჟებით დათუნა მგელაძის სოლო კონცერტზე,სადაც სპეციალური მოწვევით წარსდგება ნინო ჩხეიძე .
11 მარტი - საბერძნეთი - ქალაქი ათენი
"ΚΟΜΒΟΣ Athens Live Stage λιοσιων 325
🕧დასაწყისი : 15:00
ბილეთის ფასი 25€
კონცერტს დაესწრება "ნანუკას შოუ"
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :
📱6945509952
📱6992570777
ორგანიზტორები:
Evangelos Retoulis & Nuci
ბილეთებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი გადაერიცხება ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებულ 3 წლის თუთას !
2018 წლის 12 მაისი, ჭეშმარიტად ისტორიული დღე იყო, დღე, საიდანაც ალბათ უნდა დაიწყოს საქართველოს კვალის აღდგენა ისრაელის მიწაზე. ამ დღეს ისრაელის ქართული დიასპორის ორგანიზაციის "მამულის" ინიციატივით და ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით, ქ. ლოდის "ქართულ სახლში" გაიხსნა „საშაბათო სკოლა“ და მისი პირველი ღია კარის დღე! „ქართული სახლის“...
გერმანია და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდას უსვამენ ხაზს.
ამის შესახებ Deutche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა 2017 წლის მარტიდან, სამჯერ მეტი თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნა დაარეგისტრირეს.
2017 წლის იანვრიდან-მარტის პერიოდში, 601 განაცხადი იყო დარეგისტრირებული, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1771.
DW...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯალენიძე გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, მოუწოდებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეთავაზებით ისარგებლონ.
როგორც ჯანელიძემ განაცხადა, ეს არის გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა, ხელი შეუწყოს გერმანიაში ჩასულ მოქალაქეებს, დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.
“ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც გამოხატავს ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ამ შემთხვევაში გერმანია, რათა ხელი შეუწყოს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც...
ყველაზე მთავარი პრობლემა, ევროპაში სამსახურის მოძიებისას არის მუშაობის უფლების მოპოვება.
ხშირ შემთხვევაში ასეთი უფლების მოპოვება ძალიან რთულია შემდეგი მიზეზების გამო:
1) ქვეყანაში, სადაც თქვენ სამსახურს ეძებთ, უბრალოდ არ არსებობს მუშაობის უფლება თქვენი დონის/პროფილის სამსახურის მაძიებლისთვის (მაგალითად, თუ თქვენი კვალიფიკაცია დაბალია)
2) იმ ვაკანსიაზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ უმეტეს შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურის იმ...
საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ მოუთხოვია, თუმცა ამ საკითხის განხილვა წინასწარ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორსპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, სადაც ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა შეხვედრა გამართა, რომელზეც ორი ქვეყნის - საქართველოსა და ალბანეთის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
ამ ეტაპზე საქართველოს შეშფოთების საფუძველი არა...
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს, რომელიც საერთო ძალისხმევის შედეგია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა განუცხადა, რომელიც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს.
„ჩვენ გულისყურით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. გვაქვს...
































