მორიგი ქართველი ემიგრანტი კორონა ვირუსით ამჯერად მადრიდში დაინფიცირდა , რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს
როგორც უწყებაში აცხადებენ, მადრიდშივე იმყოფება ინფიცირებულის ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად იზოლაციაშია.
„მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც, ამავდროულად, გახლავთ ონკოლოგიური პაციენტი. იგი მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა ოჯახსა და კლინიკასთან“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს უწყებაში.
როგორც ცნობილია, მთელ ესპანეთში კორონავირუსის გამო, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსის 5232 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 133 ლეტალური შედეგით დასრულდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ქვეყნის დედაქალაქ მადრიდშია. პრევენციული ღონისძიებების მიზნით დაიკეტა ბარები, რესტორნები, მაღაზიები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული დაწესებულებები და ა. შ. – სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა.