ათენში საქართველოს საელჩო ემიგრანტებს თანხის გაგზავნისგან თავშეკავებას ურჩევს

0
15965

ათენში საქართველოს საელჩო საჯარო განცხადებას ავრცელებს სადაც Diaspora.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების კორონა ვირუსით ინფიცირების შესახებ ადასტურებს და ამასთან ემიგრანტებს თანხის გაგზავნისგან თავშეკავებას ურჩევს: ,,თქვენივე უსაფრთხოებისთვის საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი საჯარო სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში თავშეყრისაგან‼️მათ შორის, საბანკო, ფულადი და საფოსტო გზავნილების სერვის ცენტრებში ვიზიტისგან. ” – აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოსავე განმარტებით – მიუხედავად საკონსულო მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისა, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშესაწყობად, საელჩო საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობებს გასცემს, კვირის ყველა დღეს, მომართვისთანავე.

შეგახსენებთ რომ საკონსულოებში ვიზიტები შეწყვეტილია და მოქალაქეებს ის მომსახურებას მხოლოდ დისტანციურად სთავაზობს