მეოთხე ხაზის მშენებლობის პროექტს დაახლოებით მილიონ ოთხასი ათასი ევრო დასჭირდა.
კონსტანტინოსი მიცალისმა, AVAX– ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს: ”ეს, უდავოდ, ძალიან კარგი პროექტია, არა მხოლოდ ცხოვრების დონის ამაღლებისა და დედაქალაქის მაცხოვრებლების გადაადგილების თვალსაზრისით, არამედ ზოგადად მნიშვნელოვანია, ინფრასტრუქტურული პროექტების ასრულების თვალსაზრისით ქვეყნის განვითარების პროცესში. მინდა...
ადრიდსა და ალიკანტეში ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ ექვსი ბინის ძარცვა.
ბრალდებულებს შტაბი ქალაქ ალიკანტეში ჰქონდათ და ისინი მადრიდში ჩასვლისას დააკავეს.
ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბრალად წაუყენეს ორი ბინის ძარცვა ალიკანტეში, ოთხის კი მადრიდში, ასევე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა.
სამართალდამცველებმა ძარცვის რამდენიმე ფაქტზე გამოძიება გასული წლის ბოლოს დაიწყეს....
საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19-ით ინფიცირებული მცირეწლოვანი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფოდა.
"ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის 2 წლის ბავშვთან დაფიქსირებული. ოჯახი იყო გასული თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი.მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკური გამოხატულება არ არის, მისი ოჯახის წევრებიც...
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების Facebook პლატფორმებზე, 2020 წლის 28 სექტემბრიდან გაიმართება ონლაინ ვიდეო კონსულტაციები საზღვარგარეთ მცხოვრები ან მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წესის, პროცედურის, ვადების და არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველთა შეკითხვებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების წარმომადგენლები უპასუხებენ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმააზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, კომიტეტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე ესწრებოდნენ, მხარეებმა აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის პრობლემატიკა განიხილეს. საუბარი ქალაქ...
ხმა მიეცი საქართველოს წარმომადგენელს, ოთო ნემსაძეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე
🎥 ხმის მისაცემად, 14 მაისს უნდა უყუროთ ევროვიზიის პირველ ნახევარფინალს იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც იმყოფებით
➡ ოთო ნემსაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მე-11 ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას „სულ წინ იარე“
#ევროვიზია2019 #ოთონემსაძე #სულწინიარე
ავსტრიაში დღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციულ პოლიტიკას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაიმართება. მინისტრები მიგრაციულ პრობლემებთან გასამკლავებლად საერთო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ.
იმის მიუხედავად, რომ 2015 წლის შემდეგ მიგრანტთა ნაკადი ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა, აღნიშნული საკითხი ევროკავშირისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს და ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირის...
2017 წლის 28 ნოემბერს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორული კვლევების წასახალისებლად გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესების ინიციატივა გაახმოვანა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი რეკომენდაცია მთავრობას გაუგზავნა განსახილველად.
გერმანულმა ქალაქმა ბიბერახმა თელავის მუნიციპალიტეტს თხოვნის საფუძველზე 450 ერთეული ხარის სპერმა უფასოდ გადასცა. აღნიშნული საქველმოქმედო ტვირთი თელავის მუნიციპალიტეტს გერმანიაში დამეგობრებული ურთიერთობების შედეგად გადაეცა, რომელიც კახეთის მხარის მთავარმა ქალაქმა ევროპელ მეგომარ ქალაქს საჩუქრდ სთხოვა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ქვეყნებში ქართველების კრიმინალურ ჭრილში წარმოჩენას რუსეთის პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს. ამ თემაზე მან თელავში, სტუდენტებთან შეხვედრიასას ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე საქართველოს სახელმწიფოს როლს და ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებას ეფექტურს უწოდებს.
„ყველა სახელმწიფოში, ყველა ერში არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან, რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიციის ატაშეები აქტიურდ მუშაობენ.
დღეს ყველგან ვაშინგტონში თუ...

































