ბუნებრივია, დიასპორაში იზრდება გამოწვევები, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს და ორ ფრონტზე იბრძვის. ჩვენი დიასპორის რიცხვი ექსტრემალურად იზრდება. ადამიანები მოდიან და რეგისტრირდებიან. ამ ადამიანებმა ქართულ სახელმწიფოში, დღევანდელ ხელისუფლებაში, დაინახეს საკუთარი პატრონი. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური გამოცემა საუბრობს იმაზე, რომ ევროპა საქართველოს მაგალითზე უნდა დაფიქრდეს, თუ როგორი...
მთიან ყარაბაღში ომი დღითი დღე მწვავდება და საბრძოლო მოქმედებები ახალ-ახალ ტერიტორიებზე ვრცელდება. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულმა დაპირისპირებამ შესაძლებელია საფრთე შეუქმნას უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რაც არა მხოლოდ ომში მონაწილე ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული ობიექტი სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენია.
7 ოქტომბერს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია,...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილი პროექტების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ემჯიემტექს“ შეემატა, რომელიც მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს.
კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა:...
რომის პაპმა ფრანცისკემ ჩილეში მესაზე განაცხადა, რომ მიგრანტებისთვის კარის დახურვა ქრისტიანული საქციელი არ არის. პაპმა მოუწოდა ქვეყნებს, მიიღონ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც გადარეცხა სიღარიბემ, უსამართლობამ და ექსპლუატაციის მსხვერპლებიგახდნენ.
ფრანცისკეს თითქმის ხუთწლიანი პაპობის განმავლობაში საკვანძო და მთავარ თემას მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვა წარმოადგენს.
პონტიფიკოსი ჩილედან პერუში გაემგზავრება, სადაც ლათინო-ამერიკულ ტურნეს დაასრულებს.
„ღარიბთა ტირილი ლოცვასავითაა, ის აღებს ჩვენს გულებს და გვასწავლის როგორ ვიყოთ მიმღებლები“, – მიმართა მესაზე დამსწრეებს პაპმა ფრანცისკემ.
ავტორი: თეი კანაშვილი 1tv.ge
https://www.facebook.com/baramidzekukuri/videos/2105561189467884/?t=11
თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, იდეა პროექტის "შენი იდეა თბილისის მერს" ფარგლებში, მოქალაქემ წარადგინა და მერია მას სიამოვნებით განახორციელებს.
"ეს პროექტი თანხვედრაშია ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე აქვს.
ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა...
2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებისა) გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
ეფრემ ასურის ლოცვა
ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით, აღდგომის მარხვაში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ის არის პატარა, მაგრამ დიდად ღრმა ლოცვა. შედგება სამი ნაწილისაგან: პირველში ვთხოვთ უფალს აგვაშოროს 4 ვნება, მეორეში ვთხოვთ მოგვცეს 4 ნიჭი და მესამეში თუ როგორი გვსურს ვიყოთ.
იწყება «უფალო და მიუფეო ცხოვრებისა ჩემისაო»-ეს მიმართვა აღებულია ძველი აღთქმიდან, კერძოდ...
გიორგი მარგველაშვილი მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და შრომითი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე სიცოცხლის უფლება დაცული იყოს.
https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/930702247098049/
აქტივისტი ნუგზარ კოხრეიძის პოლონეთის აეროპორტში იძულებითი გაჩერების შესახებ, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს. მათი თქმით, ინციდენტის შესახებ საქმის კურსში არიან.
„ინფორმაციის მიღებისთანავე აქტიურად ვმუშაობთ პოლონურ მხარესთან, თავად ღონისძიების ორგანიზატორებთან და ბუნებრივია მუდმივ კავშირში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან.
საქართველოს მოქალაქეების გარდა საზღვარზე მოხდა ღონისძიების მონაწილე სხვა პირების შეფერხებაც. ყველა ქვეყნის მიგრაციის და სასაზღვრო...
მაისში საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა. იუნკერის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ბრიუსელში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გააკეთა. იოჰანეს ჰანის განცხადებით, ის იუნკერთან ერთად ჩამოვა საქართველოს დედაქალაქში.
ბრიუსელიდან დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეწვევა. დელეგაციის წევრები თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ასევე დაგეგმილია სექტემბერში. როგორც ჰანმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, სექტემბერში თბილისში...

































