მაისში საქართველოში ჟან-კლოდ იუნკერი და იოჰანეს ჰანი ჩამოვლენ

0
1652

მაისში საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა. იუნკერის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ბრიუსელში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გააკეთა. იოჰანეს ჰანის განცხადებით, ის იუნკერთან ერთად ჩამოვა საქართველოს დედაქალაქში.

ბრიუსელიდან დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეწვევა. დელეგაციის წევრები თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროკომისარმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ასევე დაგეგმილია სექტემბერში. როგორც ჰანმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, სექტემბერში თბილისში ევროპული სკოლა გაიხსნება.

„მე დავესწრები ევროპული სკოლის გახსნას. ეს არის საქართველოს ორიენტაციის აღიარება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოში სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროპულ სკოლაში, რომელიც თბილისში გაიხსნება, სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება და მისი მოსწავლეები საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს მიიღებენ. წყარო.1tv.ge