ვარშავის პოლიციის უფროსმა ნუკრი დავითაშვილს მადლობა გადაუხადა
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქალაქის პოლიციის უფროსმა პაველ დობროჯეიმ მადლობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქე ნუკრი დავითაშვილს, რომელმაც ბოროტმომქედებს პოლონელი მოზარდის ძარცვის საშუალება არ მისცა და პოლიციის თანამშრომლებს მათ დაკავებაში დაეხმარა.