საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს კოსტა კადისს უმასპინძლა. მინისტრებმა ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია გაცვალეს და მომავალ თანამშრომლობაზე მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, სწავლის აკადემიური პროგრამების ხელმისაწვდომობის მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ აკადემიური კვალიფიკაციის ორმხრივ აღიარებას ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების...
ქეთა რიჟამაძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო თავის გამოჩენა. 2 წელია იტალიაში ცხოვრობს, ქალაქ სალერნოში, სკოლის მოსწავლეა. ცოტა ხნის წინ გადაიღეს იტალიურ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა გიფონის ფილმის ფესტივალისათვის, იტალიელი რეჟისორის ლუკა მოლტისანტის მიერ. ფილმში "ფოლოუერი", რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ანონიმური პირების მიერ მოზარდების კონტროლირებას და...
საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს, - ამ თემაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური...
უკრაინაში სპეცსამსახურებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ მისმა თანაშემწემ დავით საყვარელიძემ Facebook-ზე დაწერა. სააკაშვილი რესტორანში დააკავეს ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს და შესაძლოა ქვეყნიდან გაძევონ. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ავსტრიულ გამოცემა Profil-თან ინტერვიუში დღეს გააკეთა. „სააკაშვილი...
გვსურს გამოვეხმაუროთ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც უწყების მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის რეადმისირებულ პირთა მიმართ საჯარიმო სანქციების დაწესება. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებები და ვიზალიბერალიზაცია ეს არის ქართული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება დაცვა და გაფრთხილება, თუმცა იმ...
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე მოითხოვს თავშესაფარს, მას მაინც გამოაბრუნებენ ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ითვლება უსაფრთხო ქვეყნად,“ – ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. მინისტრის მოადგილის თქმით, ამუშავდება გარკვეული შეზღუდვები, რათა ქვეყანას ზიანი არ მიადგეს. მახარობლიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მოქალაქეების...
გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად "დედა" დავიძახე; მე ის ქართველი ვარ ვინაც ქართულად შენს მიწაზე ისწავლა "აი ია"; მე შენს მიწაზე ქალბატონად დაბადებული ქართველი ქალი ვარ, დედა და შვილი; -ახლა სხვის მიწაზე სხვისი შვილების გამზრდელი ძიძა მქვია. იცი საქართველოვ?! მანდ, შენთან 7 წლის წინ სამი შვილი...
საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათენში, ონკოლოგიურ კლინიკას „ელპიდა“ ეწვია და პირველი, ქართველი მოზარდი მოინახულა, რომელიც ცენტრში უფასო მკურნალობას გადის.<br> საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ გოგონას, რომელსაც ამჟამად წინასაოპერაციო მომზადება უტარდება, სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. პრეზიდენტს მხარდაჭერისა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა ონკოლოგიური ცენტრის მფლობელმა მარინა ვარდინოაინმა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს სოლიდარობის...
2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში რეადმისიის გზით ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 2 ათასზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში. ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობენ. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე (საერთო ჯამში...
https://www.youtube.com/watch?v=hbSy-FNJxs0 პიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. გახსნის ცერემონიაზე სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციებთან ერთად საქართველოს დელეგაცია გამოვიდა. დელეგაციის მედროშე მოციგურავე მორის ყვითელაშვილია. საქართველოს დელეგაცია წელს ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იქნება, ნინო წიკლაური კი ოლიმპიურ თამაშებზე სპორტული კარიერის მანძილზე მესამედ წარდგება....