20 დეკემბერს, მილანში, 17 საათზე გაიმართება პოეტ დათო მაღრაძესთან შეხვედრა. როგორც იტალიაში საქართველოს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე ისაუბრებენ ასოციაციის "dipoesia" თავმჯდომარე ჯოვანი ბონოლდი, ლიტარატურის კრიტიკოსები ჯულიანო ლადოლფი და ჯულიო გრეკო და მთარგმნელი ნუნუ გელაძე, რომელმაც იტალიურ ენაზე დათო მაღრაძის არაერთი კრებული თარგმნა. დასწრება თავისუფალია.
მისამართი: Biblioteca Sormani, Sala del Grechetto, via...
საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის ინფორმაციით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში, შვედეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართველი მხატვრებისა და პოეტების მონაწილეობით ღონისძიებები გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტოკჰოლმის კულტურის სახლში ლიტერატურული ფესტივალი და წიგნის გამოფენა-ბაზრობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვედეთში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა პოეტმა და პერფორმანს არტისტმა ზურაბ რთველიაშვილმა. ზურაბ რთველიაშვილის...
მეგობრებო ბერლინში 6 აპრილიდან 10 აპრილამდე არ გამოტოვოთ ქართველი დიზაინერების პირველი ოფიციალური შოურუმი!
დამატებითი ინფორმაციისთვის:
https://www.facebook.com/events/179283989525017/
2017 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს საელჩოში ლონდონში მცხოვრები ქართველი მხატვრის ანა სტეინჰაუზ-კანდელაკის გამოფენა გაიმართა. გამოფენის სახელწოდებაა „სახლში, სამშობლოდან შორს“ და მასზე ძირითადად წარმოდგენილია ბრიტანეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ემიგრანტების პორტრეტები. საღამოზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და საზოგადოებას თავად მხატვარი წარუდგინა, რომელმაც თავისი შემოქმედებისა და კონკრეტულად...
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, წიგნს გერმანულად გამომცემლობა Hanser Literaturverlag-ი გამოსცემს. მის თარგმანზე კი სუზანა კიმი და ნიკოლოზ ლომთაძე იმუშავებენ.
გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „სამოსელი პირველი“ არის თავგადასავლის მაძიებელ დომენიკოზე, რომელზეც ძლიერ იმოქმედა...
11 ივნისს ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში გაიმართება წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ალექსანდრე მიქაბერიძე, გამომცემელი ცირა კემულარია, ხოლო წიგნი ხელოვნების სასახლეში თქვენი მონა მორჩილის რედაქტორობით მომზადდა, გამოცემას შესანიშნავი დიზაინერობა ირაკლი ზამბახიძემ გაუწია.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორის განცხადების თანახმად ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში ქართული ანბანის და მასზე შექმნილი წიგნის...
2019 წლის 22 მაისს, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში, იტალიაში ახალგაზრდა ელჩის, ნენო გაბელიას და ფონდაციონე რომა საპიენცა-ს ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ქართულ ეროვნულ სამოსსა და საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებზე - ,,საქართველოს ანარეკლი-მოდისა და კულტურის უძველესი ისტორია’’.
კონფერენცია, საპიენცას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეუჯენიო გაუდიომ, ლა საპიენცას ფონდის პრეზიდენტმა ანტონელო ბიაჯინიმ და...
ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამშემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის, „ევროპა ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა....
სოციალურ ქსელში გავრცელდა მეტროში გადაღებული ვიდეო, სადაც თეა დარჩია ცეკვავს და მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი „კარმენს“ ასრულებს. სკამებზე სხედან მუსიკოსები. დამსწრე საზოგადოებას შორისაა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. ანიტას თან ახლავს თავისი საყვარელი ძაღლიც.
https://www.facebook.com/tea.darchia.391/videos/424470271721043/
ეს ვიდეო თეა დარჩიამ გადასაღები მოედნიდან გაავრცელა. პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე საფესტივალო კლიპს იღებს. ვიდეოში ახალი თაობის მუსიკოსები უკრავენ, რომელთა...
ბათუმი დაჯილდოებაზე – World Travel Awards ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. მიიღებს თუ არა ბათუმი ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟულ ჯილდოს, 8 ივნისს, მადეირაზე გაირკვევა. ბათუმის კონკურენტები არიან: სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა-ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).
28 აპრილამდე ბათუმისთვის ხმის...