ვინ არის კალე (Καλέ) ? – გაიცანით გიორგი დავითაშვილი.

0
7578

რამოდენიმე თვის წინ შემთხვევით მოვკარი თვალი Facebook-ის კედელზე ვიდეოს , მე და ჩემი 3 წლის შვილი გავიგუდეთ სიცილთ სტუმრად მყავდა ასაკოვანი ბერძენი კარისმეზობელი იმანაც ძალიან იხალისა. იმის მერე დავიწყე ძებნა ნუთუ ესეთი კარგი იუმორის მქონე პირმა მხოლოდ ერთი ვიდეო გაადაიღო ..? დღეს ვხედავ რომ საბერძნეთში  ყველა ქართველი იცნობს  კალეს  ( და ყველა გიორგის გმირს ) და ხშირად მის გამონათქვამს იყენებს თავისი ყოველდღიურ ცხოვრებაში . ეს ზუსტად ის წარმატების მომენტია როცა არ იცი ხელოვნება ბაძავს ცხოვრებას თუ  ცხოვრება ხელოვნებას…

გაიცანით უნიჭიერესი მსახიობი და მრავალი პერსონაჟის ავტორი გიორგი დავითაშვილი  ქართველი ახალგაზრდა თესალონიკიდან

რამდენი წელია ცხოვრობ საბერძნეთში და როგორ მოხდი აქ ?

საბერძნეთში ვცხოვრობ 6 წელი. აქ დედამ ჩამომიყვანა იმიტომ რომ დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და ასე შემოვრჩი საბერძნეთს.

მოგვიყევი შენი მთავარი გმირის შესახებ ვინ არის კალე და რატომ ეს ტიპაჟი?
რა არის შენი მთავარი სათქმელი ელა კალე პერსონაჟის შექმით?
კალეე ერთერთი გამორჩეული და სიყვარულით სავსე ემიგრანტი ქალია რომელიც სულ მის პრობლემებზე საუბრობს , კალე შეიქმნა ძალიან სპონტანურად არც მიფიქრია თუ ასეთი გამოხმაუება მოყვებოდა ჩვენი ემიგრანტი საზოგადოებისგან. მერე უფრო და უფრო განვავითარე და დავხვეწე კალე. კალე მოგვითხრობს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ყველაფერს ასე გაბრაზებით და იუმორით ყვება.
ქართველ ემიგრანტებს მინდა რომ ის სირთულეები შევუმსუბუქო რაც მათ ყოველდღიურობას ახლავს და მინდა პოზიტივი შევმატო. ძალიან მიხარია როდესაც ქართველი ემიგრანტის გახარებულს სახეს ვხედავ.

 

რა მოგწონს ყველაზე მეტად საბერძნეთში და რა გაღიზიანებს ?

საბერძნეთში  ყველაზე მეტად აალბათ ის რომ ბერძენი საზოგადოება ძალიან თავისუფალია და ეს თავისუფლება მომწონს მათში კიდევ ვიტყოდი რომ ძალიან მეგობრულები არიან. მაღიზიანებს ის რომ სულ ძალიან ბევრს ჭამენ და თან ღამე.

რა გენატრება ყველაზე მეტად საქართველოდან ?

ალბათ ნათესავები, მეგობრები, ჩემი ბებია და პაპა (ნანა და რობიზონი) და ყველაზე ძალიან ჩემი სოფელი ტბისი რომელიც სულ მუდამ გულში მექნება ის მოგონებები რაც იმ სოფელთან მაკავშირებს. და კიდრვ ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური.~
როგორც ვიცი სალონიკში არსებობს თეატრალური დასი თქვენ ამ დასის წევრი ხართ მოგვიყევით მის შესახებ ?
კი სალონიკში არსებობს ქართული თეატრალური დასი. მე ქართულ სპეკტაკლებში ბერჯერ მიმიღია მონაწილეობა ყველგან სხვადასხვა განწყობით და ხალისით, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ყველაზე დიდი სიყვარული, სითბო და შემართება იგრძნობა ამ დასში ყველა თაობის ხალხი ვართ იქ .მინდა გითხრათ რომ ყველაზე უმცროსი ვარ მე. თითეული ამ დასის წევრი მიყვარს განსაკუთრებულად.
როლი რომელიც შენ უნდა შეგესრულებინა ან გინდა რომ შეასრულო …
შევასრულებდი ქალის როლს როგორც ძველ ბერძნულ თეატრში მხოლოდ კაცები იყვნენ მსახიობები (მაგალითად ჩემი პერსონაჟი კალე ,არის ჩემი გმირი ქალი) , მაგრამ როგორც მსახიობი ყველანაირ როლზე თანახმა ვარ და არ მაქვს შეზღუდვები. გააჩნია რეჟისორს მის ჩანაფიქრს და რა ხედვა აქვს მას.

📣📣🤣🤣🤣🤣🤣💯💯 კალემ გაგზავნა ფული საქართველოში, თავის ქმარს გაუგზავნა.📣📣🤣🤣🤣🤣🤣😬😬 ეფაღან🤣 აღარ შეუძლია😂😂😂😂🎥🎥💡💡(დამითგგამიზიარეთ) 🤣🤣🤣❤️📣😘💯👑

Опубликовано George Davitashvili 8 марта 2018 г.

ხშირად ისმის ,,წლები მიქრიან ‘’… წლების შემდგომ რით გინდა იყო ამაყი?
ოო ეს ძალზედ მაგარი კითხვაა, ალბათ ვიამაყებ იმ ადამიანებით რომლებთანაც ასეთი მაგარი წლები მქონდა გატარებული დედაჩემით ვიამაყებ ძალიან რომელიც სულ მეუბნება იმას რომ არასდროს ცუდი არ უნდა გავაკეთო თორემ მერე ის მე ბუმერანგივით შემომიბრუნდება და ყოველთვის მეგობრულ რჩევას მაძლევს და სულ ვმეგობრობთ და მისი  სიყვარულით რომელიც სულ მუდამ მემახსოვრება, მემახსოვრება მისი დანარეკი ზარები რომელიც ყოველთვის როდესაც ვაგვიანებ სახლში მისვლას მირეკავს და მეუბნება სად ხარ არ მოდიხრა? , ჩემი ძმით დავრჩემი ამაყი იმიტომ რომ სულ ის მიდგა გვერდში დაა ის მეხმარება, ნუ რათქმაუნდა სულ ვჩხუბობთ მაგრამ მე ამ ჩხუბით ვიქნები ამაყი და ერთმანეთის სიყვარულით. კიდევ ჩემი მეუღლით რომელიც მუდამ მეყვარება, შვილებით და შვილიშვილებით ვიქნები ამაყი და თუ ღმერთმა მომასწრო და მაცოცხლა შვილთაშვილებითაც კი.
და ბოლოს რას ნიშნავს შენთვის დიასპორა და რას ისურვებდით ქართული დიასპორისთვის.დიასპორა ერთერთ საკმაოდ დიდ როლს ასრულებს საქართველოს ისტორიაში. და კერძოდ თუმდაც ის რომ ახალ ნიუსებს ვიგებ თქვენი გვერდიდან.
სრულიად ქართულ დიასპორას ვუსურვებ წარმატებას და წინ სვლას. ქრისტე აღსდგა!