ტელეკომპანია იბერიას ეთერში გადაცემა "ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან" საქართველოდან უცხოეთში წასვლის მსურველებისათვის კანონის გამკაცრებასთან  დაკავშირებულ საკითხების შესახებ ისაუბრეს. გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს: დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაალ სარაჯიშვილმა,  ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა და ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა. https://www.facebook.com/diasporaqartuli/videos/754862518054485/?hc_ref=ARQ4-6NohAY4qWeB2L2DossZwXKaR94eG5UJeKVXduI5DpwKW24zPNhliEl31ClNy0M
ეკლესიის ისტორიკოსი და თეოლოგი, დეკანოზი  ილია მელია 1915 წლის 20 თებერვალს  ქუთაისში დაიბადა. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა და თავადაც იქ იზრდებოდა. დედამისი გახლდათ ნინო ქაჯაია. მამამისი ილია შეძლებული კაცი იყო. 1922 წელს იგი სავაჭრო ურთიერთობისთვის კონსტანტინოპოლს მიავლინეს. მან თან იახლა მეუღლე და სამი შვილი – ილია, ანტუანი და მერი,...
საქართველოდან ბევრი მიემგზავრება საზღვარგარეთ სამუშაოდ და საცხოვრებლად, მაგრამ მათგან შედარებით მცირე ნაწილი თუ ახერხებს თავისი პროფესიით მუშაობას. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც, ცოდნითა და პროფესიონალიზმით წამყვანი კომპანიების მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და შესაბამისად, ამ კომპანიებშივე ახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას. დღეს ჩვენ რამდენიმე ასეთ ადამიანს გაგაცნობთ. ოთო ბიჭიაშვილი პროფესია/პოზიცია: კომპიუტერის სპეციალისტი,...
კახა მასხულია პროფესიით შემდუღებელია. ხელობა საქართველოში, პროფესიულ კოლეჯში შეისწავლა და პატარა სახელოსნოში დასაქმდა, თუმცა, მაღალი ანაზღაურებისა და უკეთესი გამოცდილების მიღების მიზნით, მაინც საზღვარგარეთ მუშაობა გადაწყვიტა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან გაიგო, რომ დროებით საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დამსაქმებლები კანდიდატების ასარჩევად ჩამოდიოდნენ. პირველად, 2017 წლის ნოემბერში წავიდა პოლონეთში და ვოლვოს სატვირთო ავტომანქანების ქარხანაში დასაქმდა....
თურქული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ ორდუს პროვინციაში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომლის წევრები სპირტიან სასნელებს კუსტარული წესით ამზადებდნენ და ჰყიდდნენ. როგორც გაზეთები "სთარი" და "ვათანი" იუწყებიან, "ქართველი არყისმხდელების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია პოლიციამ საკმაო ხნის თვალთვალის შემდეგ დაიწყო. სახლში შესვლის შემდეგ გაკვირვებული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ: კარადის უკან საიდუმლო კარი იპოვეს, რომლის...
 . დიასპორა როგორც  საერთაშორისო ტერმინი ბერძნული ენიდან მოდის და გაბნევას აღნიშნავს. ქართული დიასპორის ტერიტორიალურ განფენას თუ შევხედავთ სიტყვა დიასპორა მართალაც ზუსტად გამოხატავს 90 -იან წლებში დაწყებული მიგრაციული პროცესის  შედეგაც მთელს მსოფლიოში გაბნეულ საქართველოს მოქალაქეთა  ახალ საცხოვრისებს.   სამშობლოდან არაორგანიზებული და მხოლოდ ფულადი რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული მიგრანტებისგან დროთა განმავლობაში რეალობაა  თანდათან  თვითორგანიზებული...
თურქეთში 45 წლის საქართველოს მოქალაქე - ლუხუმი ჯანჯარია მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპოსტ.გე " ავრცელებს .გარდაცვლილის მამაკაცის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.მათი ინფორმაციით, მამაკაცი დასახიჩრებულია. ოჯახის მონაყოლის მიხედვით, ჯანჯარია იზმირში, ერთ-ერთი ქართველის მიწვევით ჩავიდა და მას მთებში მუშაობა უნდა დაეწყო. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მამაკაცს პირობები და ანაზღაურება არ მოეწონა, რასაც დაპირისპირება მოჰყა,...
რთდროულად ორი პროფესია აქვს – ეკონომიკური და ვოკალის მიმართულებით. უკვე წლებია ოჯახთან ერთად ბარსელონაში ცხოვრობს და რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა, დღეს უკვე რეალობად აქცია. აპლოდისმენტების ხმა, დიდი სცენა და განათება – მიზანი მიღწეულია. ქართველი მეცოსოპრანო არაერთი გრან-პრის მფლობელია. გზა კონსერვატორიიდან ლა სკალას დიდ სცენამდე – მსოფლიო აღიარება პატარა ასაკში მოიპოვა...
ქართველი პროდიუსერი გავლენიანმა გამოცემამ Variety 2018 წლის 10 წარმატებულ პროდიუსერს შორის ქართველი, ლაშა ხალვაშიც დაასახელა ფილმებისთვის "საშიში დედა" და "ჰორიზონტი". ამავე სიაში მოხვდა ჯოსი ამნამარა ფილმისთვის - I, Tonya, კრისტოფერ ლემონი ფილმისთვის - Mudbound, რეიჩელ სონგი ფილმისთვის - A Kid Like Jake და სხვები. Variety ნომინანტ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვებენ.
საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი იურისტის და არასამთავრობო ორგანიზაცია AFG -ს  აღმასრულებელი დირექტორის ნუგზარ სულაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 აპრილს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, ხმა მისცა იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონპროექტს. ახალი კანონით  შემცირდა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა დოსიეს განხილვის ვადა და 11 თვის ნაცვლად განისაზღვრა 6 თვე. ცვლილებები შეეხო ასევე ქვეყნიდან გაძევების...