9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა მდუმარე, სამგლოვიარო აქცია სახელწოდებით „რუსეთი კლავს“. აქციის მიზანი იყო, პატივი მიეგო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, გიორგი ანწუხელიძის, ასევე, 1989 წლის 9 აპრილსა და მას შემდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულთა ხსოვნითვის. ამასთან ერთად, გაეპროტესტებინა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.
წყარო...
ქართულად : ქრისტე აღსდგა ! - ჭეშმარიტად აღსდგა !
აღდგომა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. განსხვავდება ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციებიც.
საქართველოში აღდგომისთვის მზადება ერთი კვირით ადრე იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა ტრადიცია აქვს, ამ დღესთან დაკავშირებით, მათ აერთიანებთ სააღდგომო სუფრის გაშლის წესი, რომლის...
2018 წლის 2 აპრილს ჰამბურგის ელბფილარმონიაში გაიმართა ქართველი პიანისტის დუდანა მაზმანიშვილის, და საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის პრემიერა, რახმანინოვისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ესწრებოდა აღნიშნულ საღამოს.
https://www.facebook.com/EmbassyOfGeorgiaInGermany/videos/1845101245552956/
ელბფილარმონიის კავკასიისადმი მიძღვნილის ფესტივალის დამაგვირგვინებელი კონცერტით გაიხსნა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე...
ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში
გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, 2018 წლის 20 მაისს, კვირას, (მომდევნო ორშაბათი გერმანიაში დასვენების დღეა) გაიმართება მერვე ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირს ამჯერად ქალაქი კაიზერსლაუტერნი უმასპინძლებს.
ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების გაცნობა-დამეგობრებას. მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. იგი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 6...
18 თებერვალს ათენში შედგა სადისკუსიო შეხვედრა, რომელიც ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის საკითხებზე ემიგრანტთა ინფორმირებასა და აღნიშნულ საკითხზე ემიგრანტების მოსაზრებებს ეხებოდა. დისკუსიას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი წარმართავდა, რომელმაც საბოლოო შემაჯამებელი განცხადება გააკეთა და შემდგომ სოციალურ ქსელშიც გაასაჯაროვა.
,, მიგრაცია არის თანამედროვე მსოფლიოს ის მოცემულობა რომელიც მსოფლიოს მთავრობებმა მიიღეს...
ცოტა რამ შენი ცხოვრების შესახებ პოლონეთში ?შენი ეხლანდელი მოღვაწეობის შესახებ?
მოგესალმებით, მადლობა რომ გადაწყვიტეთ ჩემი ინტერვიუს გაშუქება. პირველ რიგში მინდა დავიწყო იქიდან რომ ყველა სტუდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმის მოტივაცია რომ პირველი ოთხი სტუდენტური წლების განმავლობაში რამდენიმე თვე საზღვარგარეთ გაატაროს. ეს გამოცდილება არა მარტო იმაში ეხმარება სტუდენტს რომ ცოდნის...
ართულ მედიაში ბოლო ორი დღის მანძილზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გერმანია („გერმანია ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს“) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში ორი დღეა აქტიურად განიხილავენ, რაც უვიზო მიმოსვლის საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით ბუნებრივია. თუმცა, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, თუ რა სისწრაფით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომ გერმანია (ქვეტექსტით:...
დღეს იტალიის ქალაქ ბარიში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. რომლის გახსნის ცერემონიასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორებთან ურთიერთობების დეპარტანეტის დირექტორი რატი ბრეგაძეც დაესწრო. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოლის გახსნის შემდგომ განაცხადა რომ: ,, გმირობაა, რასაც აკეთებს თითოეული მშობელი, რომელიც მძიმე სამუშაო გრაფიკის მიუხედავად ახერხებს, რომ მათმა შვილებმა ქართულად ისაუბრონ და ქართული ისწავლონ....
რუბრიკა გაიცანი ქართველები ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიცირებული პროექტია და გვაცნობს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, პროექტის მხარდაჭერის და თანამშრომლობის სურვილი ჩვენი პორტალის DIASPORA.GE-ს რედ.კოლეგიას მისი გაცნობისთანავე გაგავიჩნდა, რასაც დადებითად შეხვდა ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოც , რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიდერლანდების სამეფოში ბ-ნ კონსტანტინე სურგულაძეს.
დღეს წარმოგიდგენთ...
ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიული ხელმძღვანელისა და ურბანული ბრენდის, Vetements-ის დამფუძნებლის, ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ გამოშვებული „კროქსები“ 850 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე უშნო ფეხსაცმლად მიჩნეული "კროქსები", რომლის პლატფორმის სიმაღლე 10 სანტიმეტრია, ბაზარზე გამოსვლამდე სრულად გაიყიდა.
კერძოდ, როგორც harpersbazaar-ი წერს, Balenciaga-ს ფეხსაცმლის წინასწარი შეკვეთები 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო, თუმცა,...