გერმანიაში ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში გაიმართება

0
1416

ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში

გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, 2018 წლის 20 მაისს, კვირას, (მომდევნო ორშაბათი გერმანიაში დასვენების დღეა) გაიმართება მერვე ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირს ამჯერად ქალაქი კაიზერსლაუტერნი უმასპინძლებს.

ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების გაცნობა-დამეგობრებას. მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. იგი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 6 მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ.

10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, რომლის ამჟამინდელი მფლობელია გასული წლის გამარჯვებული – ს.კ. იბერია (ცვაიბრუკენი). ტურნირის ბოლოს ასევე გამოვლინდება საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი.

შენატანის ოდენობა გუნდზე შეადგენს 100 ევროს. თანხა მოხმარდება დარბაზის, მსაჯების, პრიზების და ა.შ. ხარჯის ანაზღაურებას. გულშემატკივართა დასწრება უფასოა.

დასაწყისი 14:00 საათზე.

ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქვემოთ მოხსენებული მონაცემები არა უგვიანეს 2018 წლის 28 აპრილამდე შემდეგ მისამართზე iverieli@satvistomo.de

– ქალაქი
– გუნდის სახელი
– მოთამაშეთა რაოდენობა
– გუნდის კაპიტნის/საკონტაქტო პირის კოორდინატები.
ტურნირის დასასრულს ტრადიციისამებრ დაგეგმილია „მესამე ტაიმის“ ჩატარება.

ველით თქვენს გამოხმაურებას!

გერმანიის ქართული სათვისტომოს
ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფი

წყარო:www.satvistomo.net