მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით,  ევროკავშირის  პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 2018 წლის ნოემბერში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად ლიკა ჯანელიძე დაინიშნა, რომელმაც ამ მცირე პერიოდში უკვე რამდენიმე კულტურული სახის პროექტი განახორციელა და მომდევნო წელსაც არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს ჩვენი...
2018 წელი ასევე გამორჩეული იყო საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისთვის, რადგან მათთვის, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა და შენარჩუნება. ეს გააადვილებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთკავშირს. დგება ახალი წელი და ყველას სულითა და გულით გილოცავთ 2019 წლის შემოსვლას. ფეხბედნიერი, ბარაქიანი, ხალისიანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის. ვულოცავ ახალ წელს თითოეულ მოქალაქეს,...
"ჩემი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს" - 10-წლიან ემიგრაციაში მყოფი წითელთმიანი გოგონა საქართველოდან- მეგა ტივიმ ამ სახელწოდებით ცისნამი საყვარლიშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოამზადა. სადაც მეგატივი წარმატებულ ემიგრანტს, ცისნამი საყვარლიშვილს გაგაცნობთ. იგი 10 წელია ემიგრაციაშია. საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. დეტალები ნახეთ ქეთი გელაშვილის სიუჟეტში. https://www.youtube.com/watch?time_continue=32&v=rluapYRPUOk  
გუშინ, 11 დეკემბერს დილით თურქეთის დედაქალაქში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის  ეთერ ქობულაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ახლობლებს გარდაცვალების მიზეზებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. აღსანიშნავია რომ , იგივე მიზეზი დასახელდა ათენში რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის - მარინა...
10 დეკემბერს, პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში ახლადანიშნულ  საქართველოს ახალგაზრდა ელჩს თამარ ლორთქიფანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები, როგორც  პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული , შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო რათა საელჩოს მხარდაჭერითა და ერთობლივი აქტივობებით მოხდეს საქართველოს შესაბამისი...
დღეს საზღვარგარეთ კიდევ ერთი საქართველოს მოქალქე გარდაიცვალა , როგორც primetime.ge იტყობინება სტამბულში ქართველი ემიგრანტი, ეთერ ქობულაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი კი ოჯახის უფროსმა იპოვა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.  
20 დეკემბერს, მილანში, 17 საათზე გაიმართება პოეტ დათო მაღრაძესთან შეხვედრა. როგორც  იტალიაში საქართველოს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე ისაუბრებენ ასოციაციის "dipoesia" თავმჯდომარე ჯოვანი ბონოლდი, ლიტარატურის კრიტიკოსები ჯულიანო ლადოლფი და ჯულიო გრეკო და მთარგმნელი ნუნუ გელაძე, რომელმაც იტალიურ ენაზე დათო მაღრაძის არაერთი კრებული თარგმნა. დასწრება თავისუფალია. მისამართი: Biblioteca Sormani, Sala del Grechetto, via...
' დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია და ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ერთობლივ პროექტს იწყებს  - "ემიგრანტის ადვოკატი საქართველოში" გავრცელებული განცხადების თანახმად: ,,საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, სთავაზობს სარაჯიშვილის იურიდიული ოფისთა თამშრომლობით უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს  დისტანციურ იურიდიულ მომსახურეობას! დაზოგეთ დრო, ისარგებლეთ ერთგული იურისტების კვალიფიციური სერვისით!დაგვიკავშირდით :+995577283010 / saradjishvililawoffice@gmail.com" - ნათქვამია განცადებაში. 
რუსეთში აღსრულებული წმიდა თამარ აღმსარებლის წმიდა ნაწილები საქართველოს ეკლესიას გადაეცა.სქემ-იღუმენია თამარ მარჯანიშვილი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2016 წლის 22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე წმინდანად შერაცხა და მას ღირსი თამარ აღმსარებელი უწოდა. „ჩვენ ვითხოვდით მისი წმინდა ნაწილების გადმოცემას და აი, დღეს, 10 დეკემბერს, რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) და...
ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადასვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს. აღნიშნული ინფორმაცია ათენში საქართველოს საკონსულოში დაასტურეს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული განცხადება ათენში გარდაცვლილი მარინა კლდიაშვილის  გადასვენის შესახებ უკვე დადასტურებულია და საკონსულო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენების პროცედურების შესრულებას...