წყალბურთში მსოფლიო ლიგის მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. რევაზ ჩომახიძის გუნდი საბერძნეთის ძლიერ ნაკრებს თბილისის საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ უმასპინძლებს. ჩვენს ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალგაზრდა წყალბურთელს მიეცემა, ხოლო ვატო დადვანს ნაკრებში დებიუტი ექნება. ტრავმის გამო გუნდს ანდრია ბითაძე ვერ დაეხმარება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ათენიდან ჩარტერული რეისით საქართველოში ჩასვლა 171 მგზავრმა შეძლო . „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასულმა მგზავრებმა ქუთაისის აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან...
საბერძნეთში ევროპარლამენტის არევნებში პარტიამ ოქროს განთიადიმ მიიღო ხმების 4.85%, რაც ნიშნავს იმას რომ ბერძნულ ულტრა -მემარჯვენე ნაცისტურ პარტიას მიეცა საშუალება შეიყვანოს  ორი პარლამენტარი ევროპის პარლამენტში.   ხმების დათვლის პროცედურის თანახმად პირველ ადგილზე ოქროს განთიადის პარტიიდან ევროპარლამენტისთვის  იანის ლაღოსი არის არჩეული ,მაგრამ მას აკრძალული აქვს საბერძნეთის   დატოვება 2015წლის სასამრთლოს გადაწყვეტილების მიხედვით. პარტია ოქროს განთიადის...
თბილისში თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტსა და  თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმდა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, პერიკლეს მიტკასი საქართველოში ვიზიტის  ფარგლებში შეხვდა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე თევზაძესაც. შეხვედრაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტისა...
26 მაისს კვირას ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა. წინასწარი შედეგების მიხედვით კვლავ ევროკავშირის მომხრე პარტიები არიან უმრავლესობაში. ევროპარლამენტში სულ 751 კანონმდებელია. ისინი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავებაში და ევროკომისიის დამტკიციებაში. გარდა ამისა ევროპარლამენტი ირჩევს ევროკომისიის პრეზიდენტს და ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს. 2014 წლის არჩევნებთან შედარებით გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა. იტალიაში ნაციონალისტური პარტიები...
ნინო ბურჯანაძე საბერძნეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, დიმიტრი კარაბალისს შეხვდა. „დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის პირველად შეხვდა დიმიტრი კარაბალისს. „მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, დიალოგი თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა. საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთის სახელმწიფოებს შორის არსებულ კეთილგანწობას და მეგობრობას. კარაბალისმა...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 ადამიანს მიენიჭა, რაც 476-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წლის 12 თვეში. საქსტატის ინფორმაციით ქვეყნების ათეული ასე ნაწილდება: წინა მოქალაქეობის ქვეყანა 2024 წელს: რუსეთის ფედერაცია - 2361, გერმანია- 251, უკრაინა- ...
საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ რუსეთის ორ მოქალაქეს, ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შეყვანისთვის, 395 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით, 6 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ რუსული მედია ათენში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით, პლატონ დავიდოვი და ანტონ კარამოვი გასული წლის ივნისში დააკავეს. ორივე მათგანი...
2025 წლის 4 მარტს თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის გელა ჯაფარიძის განცხადებით ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მაკედონია-თრაქიის დეცენტრალიზაციის ადმინისტრაციის გენერალურ მდივანთან იოანნის სავასთან და შედგა სიტყვიერი შეთანხმება ორი უწყების ხელმძღვანელ პირებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და პირდაპირი კომუნიკაციის შესახებ. ,,საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე მაკედონია-თრაქიის...
საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები თესალონიკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, კომიტეტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს....