რამდენიმე დღის წინ ბერძენმა მომღერალმა ნიკოლეტა კონსტანტინიდუმ, სოციალური ქსელის საშუალებით მსმენელს აუწყა , რომ ის უახლოეს დღეებში ათენში ქართულად შეასრულებს სიმღერას ერთ-ერთ ცნობილ, ქართული ესტრადის ვარსკვლავთან.   კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც ქართველ მომღერალთან ერთად სიმღერა, ნიკოლეტამ უპასუხა რომ ის თავს მხოლოდ ბერძენად არ აღიქვამს და მიაჩნია რომ...
საბერძნეთში სეზონურ გრიპს გასული ერთი კვირის განმავლობაში 17 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი, ოქტომბრიდან მოყოლებული, გარდაცვლილია 77 პაციენტი. ამის შესახებ საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ განაცხადა. უწყების ცნობით, პაციენტებში ჭარბობს „ა“ ჯგუფის შტამის ქვეტიპები – A (H3N2) და A (H1N1). რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, საბერძნეთში დღეისთვის...
ათენში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგნენ და მიიღონ არჩვენეში მონაწილეობის უფლება, რისთვისაც ისინი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობენ. საინიციატივო ჯგუფის სახელით საჯარო განცხადებაც გავრცელდა:,, როგორც მოგეხსენებათ 28 ოქტომბერს ტარდება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები....
  საბერძნეთის პარლამენტში უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრაზე ორი ქართველი სტუდენტი,  სტუდენტების და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანელიძე და ამავე ასოციაციის კონკურსის ,,წლის სტუდენტი 2017" -ის ჯილდოს მფლობელი და ათენის სახელმწიფო უნვერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე იქნენ მიწვეულები. სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგნენ უცხოელი სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამის დამფუძნებელი,პროფესორი,ცნობილი ენათმეცნიერი პანაიოტის კონდოსი, საბერძნეთის პარლამენტის...
საბერძნეთში მთავრობას ოპოზიცია ჯარიმების გამკაცრების ნაცვლად ხალხისთვის ნიღბების უფასოდ დარიგებას სთავაზობს ეს განცხადება ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პანოს სკურლეტისმა გაახმოვანა და განაცხადა რომ ჯარიმები ეს მხოლოდ ხალხის დასჯაა და არ არის გამოსავალი. მისი აზრით მთავრობის მიერ გატარებული ზომები მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებას ემსახურება...
ათენის საინფორმაციო  ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის თქმით, საბერძნეთში და საქართველოში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში არიან. დიასპორის წარმომადგენლები მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროს არსებული ხარვეზი გამოასწორონ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საკონსულოებში, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფასის 124 ევროდან მინიმუმ 68 ევრომდე დაწევა ანუ დაახლოებით იუსტიციის სახლის იმავე მომსახურების მოსაკრებელთან გათანაბრება...
რადიო თავისუფლებიც ცნობით საფრანგეთის ქალაქ ნანსის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა აპრილში დაკავებულ 4 ქართველ „კანონიერ ქურდს.“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნანსის სასამართლოში 15 ივნისს დასრულდა სასამართლო პროცესი და „კანონიერ ქურდებს“ კ. შ-ს, ზ. ე-სა...
საქართველოს მოქალაქის პასპორტის საერთო ტარიფის დადგენის მოთხოვნით ხელმოწერების მასშტაბური კამპანიის დაწყების შესახებ განცხადება, დღეს ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გააკეთა. მის  მიერ გაკეთებულ განცხადებაში  22 აპრილს ათენში ორგანიზებული აქციაა დაანონსებული: ,,ყველა ტექნიკური დეტალი მზადაა კვირას ხელმოწერების მაქსიმალურად მეტი რაოდენობის შესაგროვებლად, დაბეჭდილია 1200 ხელმოსაწერი მიმართვა. დარჩენილია მხოლოდ თქვენი...
,, როგორ შეიძლება ადამიანს არ გიყვარდეს ბერძენი ხალხი ორი დღის წინ მოხდა ასეთი რამ დეიდაჩემს დაეკარგა საფულე სადაც იყო დიდი რაოდენობის ფული ასევე საფულეში იყო საბუთები ბანკის პლასტიკური ბარათები ნუ მოგეხსენებათ ამის დაკარგვა ძალიან რთულ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს და სათითაოდ უნდა განაცხადო დაკარგვის შემთხვევაში საბუთები რომ აღადგინო ნუ თუ...
,   18 დეკემბერს  მიგრაციის საერთაშორისო დღეს, ათენში, სასტუმრო ,,ბესტ ვესტერნ კანდიაში“, საბერძნეთ- საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა ასოციაციის ეგიდით  „საბერძნეთში წლის ქართველი სტუდენტის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა,  2017 წლის გამარჯვებული შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით  თეონა ბერიძე გახდა.    როგორც აღმოჩნდა  შესარჩევი კომისიისთვის მისი მონაცემები მართლაც გამორჩეული იყო .    თეონა ბერიძე ამჟამად არამხოლოდ ათენის...