იტალიის კათოლიკური ეკლესიისა და ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს სიცილიის სანაპიროზე ერთი კვირის წინ გაჩერებული გემიდან გადმოსვლის უფლება მისცეს. მათი უმეტესობა ერიტრეელია. ამის შესახებ BBC წერს.
180-მდე მიგრანტიდან იტალიის ეკლესია 100-მდე მიგრანტზე აიღებს პასუხისმგებლობას, დანარჩენ მიგრანტებს კი ალბანეთი და ირლანდია გაინაწილებს.
გემმა გასულ კვირაში ხმელთაშუა ზღვაში, გადატვირთული ნავიდან 190 მიგრანტი აიყვანა. მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც...
იტალიის ქალაქ კომოში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა.
როგორც იტალიური გამოცემა „კორიერა დელა სერა“ იუწყება, მამკაცი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ აღმოუჩინეს კორონავირუსი, ბერგამოდან კომოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ინფექციურ დაავადებათა იზოლატორში მოათავსეს.
როგორც გაზეთი იუწყება, მამაკაცი კარგად გრძნობდა თავს და ამის გამო ჩაალაგა ბარგი და ტაქსით გაიქცა.
ლა სკალას აკადემიის 2018/2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ 8 სტუდენტს შორის ორი ქართველია. ვულოცავთ გიორგი წამალაშვილს და ცისანა გიორგაძეს! ბევრჯერ გვეამაყოს თქვენი წარმატებით მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენებზე.
ქართული კულტურის დღეები პეზაროში. Le giornate culturali georgiane a Pesaro.
საქართველო საელჩოს, პეზაროს მერიისა და პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11-18 აპრილს ქალაქ პეზაროში გაიმართება ქართული კულტურის დღეები. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში ტარდება და რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას მოიცავს.
11 აპრილი - 16.00 -19.00 -...
20 დეკემბერს, მილანში, 17 საათზე გაიმართება პოეტ დათო მაღრაძესთან შეხვედრა. როგორც იტალიაში საქართველოს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე ისაუბრებენ ასოციაციის "dipoesia" თავმჯდომარე ჯოვანი ბონოლდი, ლიტარატურის კრიტიკოსები ჯულიანო ლადოლფი და ჯულიო გრეკო და მთარგმნელი ნუნუ გელაძე, რომელმაც იტალიურ ენაზე დათო მაღრაძის არაერთი კრებული თარგმნა. დასწრება თავისუფალია.
მისამართი: Biblioteca Sormani, Sala del Grechetto, via...
პარიზის მახლობლად ევროპელი პატრიოტების შეკრებაზე იტალიის ვიცე-პრემიერმა და პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ თავის გამოსვლაში მიგრაცია ევროპის „საფრთხედ“ შეაფასა და განაცხადა რომ : „ჩვენი შვილებისთვის საფრთხე არის არალეგალი მიგრანტების შემოსევა, ძირითადად ისლამისტების, რომლებიც ბრიუსელის ჩუმი თანხმობით არიან ორგანიზებულები და დაფინანსებულნი“, - განაცხადა მან ტრიბუნიდან და ევროპელ „პატრიოტებს“,...
იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ორ პირთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე იმყოფებოდა, პოლიციის ყურადღება მიიქცია. სამართალდამცველების მიახლოებისთანავე მამაკაცი გაქცევას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის შედეგად მას ცეცხლსასროლი იარაღი და 25 ვაზნა აღმოაჩნდა. საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე...
2019 წლის 22 მაისს, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში, იტალიაში ახალგაზრდა ელჩის, ნენო გაბელიას და ფონდაციონე რომა საპიენცა-ს ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია ქართულ ეროვნულ სამოსსა და საქართველოს ისტორიასა და ტრადიციებზე - ,,საქართველოს ანარეკლი-მოდისა და კულტურის უძველესი ისტორია’’.
კონფერენცია, საპიენცას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეუჯენიო გაუდიომ, ლა საპიენცას ფონდის პრეზიდენტმა ანტონელო ბიაჯინიმ და...
იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი სცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან-ინფორმაციას პატიმრის ადვოკატები ავრცელებენ. 32 წლის ქუთაისელი ანტონ ჭელიძის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქართველ პატიმარს აქვს. მათი ინფორმაციით, პატიმარს იმ დანაშაულის აღიარებას სთხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ. “ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე...
ვენეციის გუბერნატორი მიიჩნევს რომ არალეგალი მიგრანტები საერთო წესებს არ იცავენ და არ უფრთხილდებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოთხოვნებს. მასმილიანო ფედრიგას განცხადებით არალეგალური მიგრაცია ქვეყნის მოსახლეობს ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხეს უქმნის და ამ საკითხის რეგულირებას უჭერს მხარს, მისი განცხადებით არალეგალურად მყოფი მიგრანტები პატივს არ სცემენ საკანტინო წესებს და საჭიროაზედამხედველობის მექანიზმების...































