ქართული კულტურის დღეები იტალიაში

0
1335

ქართული კულტურის დღეები პეზაროში.  Le giornate culturali georgiane a Pesaro.

საქართველო საელჩოს, პეზაროს მერიისა და პეზაროს საერთაშორისო საოპერო აკადემიის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11-18 აპრილს ქალაქ პეზაროში გაიმართება ქართული კულტურის დღეები. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში ტარდება და რამდენიმე კულტურულ ღონისძიებას მოიცავს.

11 აპრილი – 16.00 -19.00 – კულტურის დღეების გახსნა ქართველი მხატვრების სოფო ბერძენიშვილის, ლიკა რუსაძის და მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევრების გამოფენით, რომელიც 18 აპრილამდე გასტანს. მისამართი: პალაცო გრადარი (Via Gioacchino Rossini 24)

12-14 აპრილი – 15.00 -18.00 ქართული ფოლკლორი – წარმოადგენს “თუშური ბრენდი”
მისამართი: ფრანკო კორელის აუდიტორია (12, Largo Aldo Moro)

15 აპრილი – 16.00 – ზაზა ურუშაძის “მანდარინების” ჩვენება და კონფერენცია, რომელსაც წარუძღვება ვენეციის კა ფოსკარის უნივერსიტეტის პროფესორი გაგა შურღაია. მისამართი: ექსპერიმენტული თეატრი (TEATRO SPERIMENTALE
Via Gioachino Rossini)

18 აპრილი – 21.00 – გალა კონცერტი ოპერის ვარსკვლავების მონაწილეობით (სოპრანო ნონო ლეჟავა, მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, ტენორი ოთარ ჯორჯიკია, ბარიტონი სულხან გველესიანი, ფორტეპიანო ეკა მეტრეველი). მისამართი: როსინის საოპერო თეატრი (TEATRO ROSSINI Piazzale Lazzarini)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:https://www.facebook.com/events/165798897340592/