იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ “ერთი წლის განმავლობაში გადაწყდება, ერთიანი ევროპა კიდევ იარსებებს თუ არა”.
მისი განცხადებით, საკვანძო ფაქტორები იქნება 2019 წლის ევროპის არჩევნები და მოლაპარაკებები ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
მატეო სალვინი ანტი-საიმიგრაციო, ევროსკეპტიკური პარტია “ლიგის” ლიდერია. ამ პარტიამ ევროსკეპტიკურ პარტია “ხუთ ვარსკვლავთან” ერთად ჩამოაყალიბა იტალიის...
"ადამიანის უფლებათა ცენტრისა" და სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესესებულებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის, რომ დაწესებულებაში მიღებისას კვლავ ხდება ქალი პატიმრების სრული პირადი შემოწმება გაშიშვლების გზით, რა დროსაც მათ სთხოვენ ბუქნების გაკეთებას. ამის შესახებ მათ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მონიტორინგი ჩატარდა სასჯელაღსრულების...
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-ბარსელონას გაუქმებულ რეისთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Wizz Air-ის პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათზე.
"თვითმფრინავთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებების...
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრიუსელში მიგრაციის მინი სამიტს უმასპინძლებს.
შეხვედრა კვირას ბრიუსელში ჩატარდება, სადაც ლიდერები მოსალოდნელია, რომ განიხილონ ევროპული გადაწყვეტილებები მიგრაციის გამოწვევებზე, სხვა საკითხებთან ერთად. საბჭომ დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუ რომელი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.
გერმანულ გაზეთ Bild- ის ცნობით, სამიტს დაესწრებიან საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და ესპანეთის, ასევე გერმანიის ლიდერები....
მომღერალი ბუბა კიკაბიძემ რუსულ Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა და რუსეთის ხელისუფლება მკაცრად ჰააკრიტიკა. სახალხო არტისტმა, გამოცემასთან განმარტა თუ რატომ არ ჩასულა რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ.
“ერთერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ რუსეთში წავალ, თუ ეს „კალათბურთელები“ წავლენ პოლიტიკიდან, ვგულისხმობ პუტინს და მედვედევს.
მე მზად ვარ, წავიდე რუსეთში, იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან მიყვარს....
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინიციატივით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს.
გამართული შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ უცხოელ დიპლომატებს ესაუბრნენ საქმის დეტალებსა და გამოძიების პროცესში არსებულ დარღვევებზე.
„ჩვენ ვითანამშრომლებთ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა სრულად ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რატომ...
საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქალაქ ვოლოსის ტერიტორიაზე სპეც ოპერაციის შედეგად უნებართვოდ სექსუალური მომსახურეობის ფაქტზე, 36 წლის საქართველოს მოქალაქე ქალბატონი დააკავეს. როგორც პოლიცია იტყობინება იგი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მსგავსი კანონდარღვევის ფაქტზე რიგით მეოთხე დაკავებულია. კანონდამრღვევები სპეციალურად შექმნილი ინტერნეტ საიტის საშუალებით 100 ევროს სანაცვლოდ მამაკაცებს სექსუალური მომსახურეობის გასაწევად ვოლოსის...
CNN- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პაპი ფრანცისკე მიგრანტების მიმართ მკაცრ პოლიტიკას კათოლიკური ფასეულობებისთვის მიუღებლად მიიჩნევს, რომის პაპმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის "ნულოვანი ტოლერანტობის" საიმიგრაციო პოლიტიკაც გააკრიტიკა.
Reuters-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში კი პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ამერიკელი კათოლიკე მღვდლების განცხადებას, რომელშიც მექსიკელი მშობლებისა და მათი შვილების განცალკევება "ამორალურ ფაქტად" და...
ცნობილი ქართველი სელებრითი, "ICI PARIS" პიარ - მენეჯერი, ტელე და რადიოწამყვანი ხატია შამუგია საბერძნეთის დედაქალაქს ლეგენდარული ქართული ანსანმბლის ,,ერისიონის" კონცერტზე დასასწრებად და მონაწილეობისთვის ეწვია. კონცერტი რომელიც ათენის ერთ-ერთ ცნობილ და გრანდიოზული მასშტაბის სცენაზე, გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე კვირას 24 ივნისს შედგება უკვე იქცა ქართველი ვარსკვლავების შეკრების მიზეზად ევროპის კულტურულ დედაქალაქში.
DIASPORA.GE...
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტმენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ამბობს რომ განათლების სამინისტროს მიერ უკვე შექმნილია სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის საგარეო საქმეთა სამისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ენის სწავლებას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ახორციელებს და წელს უკვე დაწყებული აქვს საკვირაო სკოლების მხარდაჭერი პროექტი: ,,ჩვენ პირველად დავიწყეთ...