მატეო სალვინი: “წელს გადაწყდება, ერთიანი ევროპა კიდევ იარსებებს თუ არა”.

0
2979

იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ “ერთი წლის განმავლობაში გადაწყდება, ერთიანი ევროპა კიდევ იარსებებს თუ არა”.

მისი განცხადებით, საკვანძო ფაქტორები იქნება 2019 წლის ევროპის არჩევნები და მოლაპარაკებები ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით.

მატეო სალვინი ანტი-საიმიგრაციო, ევროსკეპტიკური პარტია “ლიგის” ლიდერია. ამ პარტიამ ევროსკეპტიკურ პარტია “ხუთ ვარსკვლავთან” ერთად ჩამოაყალიბა იტალიის მოქმედი მთავრობა და დღესდღეობით ეს ორი პარტია ქვეყნის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ძალებია.

წყარო: http://www.ansa.it/english/news/2018/06/22/one-year-to-decide-if-united-eu-still-exists-salvini-2_f33425e2-f637-4990-ade0-18c7c2c42902.html