საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თანახმად მიგრაციის საკითხები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონპეტენციაში...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გაიმართა. ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა საინტერესო იქნება ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, ისევე როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის,რომელთაც ისტორიული კავშირები აქვთ საქართვე-...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა.
ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.
ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის...
8 მაისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში - იოსებ ხახალეიშვილმა, შეხვედრა გამართა აშშ-ს გენერალურ კონსულთან ერინ ნიკერსონთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსულოებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.
იოსებ ხახალეიშვილმა ხაზი გაუსვა კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას პოლონეთსა და საქართველოს შორის სავჭრო კავშირების,...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გაავრცელა განცხადება სადაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიერ დაარსებული ორგანიზაციებისთვის დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის განსაზღვრას და დადგენას ითხოვს:
საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფომ დიასპორული ორგანიაციის სტატუსის მინიჭების წესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადგინოს და განსაზღვროს. ვფიქრობ დროა...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით სახელმწიფომ სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავად შეხვდა დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. სამინტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს უკვე...
იხილეთ ინტერვიუ
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/991260567699917/?t=8
საქართველოში უცხოელთა ბინადრობის ნებართვის ბარათების გაყალბებისგან დასაცავად დიზაინი იცვლება.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ანრი ოხანაშვილის 10 მარტის ბრძანებაშია ნათქვამი , როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ საქართველოში მცხოვრები დროებითი და მუდმივი ბინადრობის, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ვიზუალი 2025 წლოს 4 ივნისიდან შეიცვლება.
ძველი...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ქართული დიასპორის ქართული საკვირაო სკოლების მისამართით განცხადებას ავრცელებს და ახალ სასიხარულო ამბავს ამცნობს საზოგადოებას.
როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს რამდენიმე თვის წინ გაჟღერებული ინიციატივა წარმატებით განხორციელდა და მისი მხრიდან გაჟღერებული დაპირებაც შესრულდა:
,, ჩვენ შეგპირდით , რომ სასურველი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველვყოფდით საზღვარგარეთ...
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთ დღეში იურიდიულ ძალას დაკარგავს, შესაბამისად, მიწის გასხვისების საკითხი ახალი კონსტიტუციით დარეგულირდება, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ამასთან, გელა ხანიშვილი ვერ აკონკრეტებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ...
































