საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნილი ელჩები მიიღო .
თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება,
გიორგი შარვაშიძე მუშაობას ნიდერლანდების სამეფოში 2018 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყებს, ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე – გიორგი შარვაშიძე და ზვიად გონაძე – თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
მათ ნაცვლად, დავით ზალკალიანის მოადგილეებად მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატია. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა....
პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.
იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა...
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის, №330 დადგენილება,არის ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც საზღვარგარეთ გარდაცვლილი ემიგრანტების ოჯახების ტრაგედიას წლების მანძილზე დამატებული საზრუნავი მოუხსნა. ამ დადგენილებამდე წლების მანძილზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეხვდებოდით კვირიდან კვირობამდე სახელდახელოდ შექმნილი სამოწყალო და უპატრონოდ მიტოვებული გარდაცვლილი ემიგრანტების ახლობლებს და დამტირებლებს, რომელთა მთავარი საზრუნი და პირველი სატირალი უცხოეთში...
2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა და მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო,ხოლო შერჩევის დასკვნით ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიამ მიმდინარე წელს 76 კონკურსანტიდან ხმათა უმრავლესობით 15...
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში – „ნაცრისფერი ზონების წაშლა“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიეძღვნა სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს, იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან, მათ შორის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის...
საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვის საკითხები დააყენეს, ამის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა , მისი თქმით:,, დღეს, ჩემს კოლეგებთან ერთად გაფართოებული საქმიანი შეხვედრა გვქონდა საბერძნეთის ელჩთან საქართველოში, რომელზედაც ძირითადად ქართველ ემიგრანტებზე და...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას ინიციატივა დააყენა და განცხადა რომ:,,მნიშვნელოვანია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გამოინახოს სახსრები, რათა მოხდეს საზღვარგარეთ მოქმედი საქართველოს საელჩოებისათვის შესაბამისი შენობების შესყიდვა".
რის პასუხადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძემ განმარტება გააკეთა და განაცხადა რომ, ამ მიმართულებით მუშაობა...
დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს. კანონპროექტები სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა წარადგინა. საიდანაც ცნობილი ხდება რომ 2019 წლის ბიუჯეტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების - საელჩოებისა და საკონსულოების ხარჯები იზრდება და ის 2019 წელს 100,245 მლნ. ლარს შეადგენს. აღსანიშნავია...
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით წინა წელთან შედარებით 800 000 ლარით იზრდება დიასპორული პოლიტიკის მიმართულების დაფინანსება და ის 2 200 000 ლარს გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კუთხით დაგეგმილია დიასპორისათვის საგანმანათლებლო პროგრამების, სხვადასხვა პროექტების და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, პროექტი „იყავი შენი...