ბექა ოდიშარია დიასპორის გამოწვევბზე სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის ახალი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას ხედავს

0
1070

საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ახლადდანისნულ დირექტორთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საჭიროა ყოველდღიური კონტაქტები და ღია თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოსა და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შორის. „უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით, ქართულ დიასპორებში არსებულ გამოწვევებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება, ახალი ტიპის მექანიზმების შემუშავება, რისთვისაც აუცილებელია ორ უწყებას შორის ინფორმაციების დროული გაცვლა და ერთობლივი მჭიდრო მუშაობა“, – აღნიშნა მან.

როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებმა გააანალიზეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გაწეული საქმიანობა, ამასთან, განიხილეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები.