ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს  ინფორმაცია  და გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები არის თუ არა ამომრჩეველთა ერთიანი სიაში. ცესკოს ვებ-გვერდის ამ ლინკზე https://voters.cec.gov.ge/ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ხართ თუ არა ამომრჩეველთა ერთიან  სიაში და რომელ საარჩევნო უბანზე შეძლებთ ხმის მიცემას.  
პრემიერ-მინისტრმა სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად ემიგრანტებს სვეტიცხოვლობა მიულოცა. „მინდა მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს, ჩვენს მრავალეთნიკურ ერს განსაკუთრებით კი ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო სვეტიცხოვლობა. სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცის და ამავე დროს, ეს არის სიმბოლო ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის.კიდევ ერთხელ მსურს, თითოეულ თქვენგანს მივულოცო დღევანდელი დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალია 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მას აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, კერძოდ ის იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის...
ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა”. გამოფენა მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას საპატიო სტუმრის სტატუსით. გამოფენა გახსნა ოსლოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, სვაინ ენგელსტადმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი, მაია ყიფშიძე, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი (Emeritus)...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოში გამართულ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ და პროექტის „საარჩევნო სიების სრულყოფა“ მენეჯერმა ხათუნა სვანიძემ მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ათენში 24 წლის გოგონას გარდაცვალებას ეხმაურება, რომელიც სავარაუდოდ, წამებით მოკლეს. დავით ზალკალიანის თქმით, ოჯახი უკვე ინფორმირებულია. მინისტრის განცხადებით, საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. დავით ზალკალიანის აცხადებს, რომ თუ ოჯახი ახალგაზრდა ქალის გადმოსვენებას მოისურვებს, სახელმწიფო მათ დაეხმარებათ. „საელჩო და კერძოდ კონსული, აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან....
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე  დავით დონდუა დაინიშნა.მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია რომ ის საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში ინიშნებოდა საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად, თუმცა დღეს პრეზიდენტის ხელმოწერით ავსტრიის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება. საქართველოს...
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე სახლიდან გაუსვლელად.  საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის ამ მისამართზე- http://psh.gov.ge/main/page/6/358  შესაძლებელია  შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით. ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება...
,,ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა და ეს საკითხი 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი. განათლების რეფორმის მთავარი პუნქტია სწორედ ქართული ენის პოპულარიზაცია და შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უკვე ჩაიდო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს,...
,,ორშაბათს მუშაობას დაიწყებს ისტორიკოსთა ქართულ-რუმინული კომისია, რომელიც 300 წლოვან ქართულ-რუმინულ ურთიერთობათა ისტორიიდან გარკვეულ საკითხებს შეისწავლის, დაწყებული ანთიმოზ ივერიელის, ვახტანგ VI და კონსტანტინე ბრინკოვიანუს ურთიერთობიდან, დამთავრებული გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც რუმინეთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა." - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ქართველი დიპლომატი რომელიც...