ქართულ დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის წარმოჩინებაში არის მნიშვნელოვანი- კახა კალაძემ ეს განცხადება ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ გახსნისას გააკეთა. ფესტივალი კი თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი შორეცმა გახსნეს და  თბილისის მერმა ბელარუს ხალხს ფესტივალის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა: „ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს და ქალაქებს შორის არსებობს, არის...
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრაგამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოსკარაბალისთან. ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნამიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა.   შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები და მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა, რაც გამოიხატება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ხშირი კონტაქტებით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებულ პოტენციალზე და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბიზნეს-ფორუმების გამართვის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს...
ფინეთში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო.  ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ ისაუბრა საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიმართულია, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ და...
ევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ალექსანდერ ვინტერშტაინმა განაცხადა. „ევროკომისიამ გააფორმა საქართველოსთან მემორანდუმი ურთიერთგაგების შესახებ და მას 45 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რათა ქვეყანამ ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს და ეკონომიკური რეფორმები განახორციელოს“, - განაცხადა ვინტერშტაინმა. მისივე თქმით, მაკროფინანსური დახმარების...
საპატიო კონსულის ინსტიტუტი დაფუძნებულია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1963 წლის კონვენციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საკონსულო დაწესებულებების შესახებ“ კანონითა და საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ“ დებულების თანახმად. საქართველოს საპატიო კონსულად შეუძლება დაინიშნოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და არ იმყოფება...
თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე სამიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. მისი თქმით, ნორმა რომელიც დღეს მოქმედებს, ვერ იცავს ქვეყანას სამიგრაციო "კარუსელისგან". საუბარია ერთწლიანი ბინადრობის ნებართვებზე, რომელსაც უცხოეთის მოქალაქეები იღებენ იმ წინაპირობით თუ საქართველოში შეიძენენ $35,000 ღირებულების უძრავ ქონებას. კალაძის თქმით, ეს მოთხოვნა $100,000-მდე უნდა გაიზარდოს. "არსებული კანონმდებლობით,...
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის. „მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მკაცრ შეფასებას აძლევს დღეს იტალიური მედიის მიერ გავრცელებულ ფაქტს , საქართველოს მოქალაქეების მიერ იტალიის შსს მინისტრის და ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვის შესახებ და მას როგორც ძალიან ძალიან ცუდ ფაქრად აფასებს:,,  ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა. თუ ეს ბრალდებები დაუმტკიცდებათ მათ...
 საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე შეხვდა ჩრდილოეთამერიკაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის  ეპისკოპოს საბა ინწკირველს . საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული დიასპორის აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს. მინისტრის მოადგილემ დიდი ინტერესით მოუსმინა მეუფე საბას და შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობისთვის. მეუფემ დიდი მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას დაინტერესებისთვის. მეუფე საბას, დიდი წვლილი მიუძღვის აშშ-ში მცხოვრები ქართული მრევლის...
,, მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო მარიამობა ჩვენს მოქალაქეებს ცხინვალსა და სოხუმში, განსაკუთრებული სითბოთი მინდა, მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ  გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, – ეს განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ  სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სადღესასწაულო წირვას დაესწრო. ღვთისმსახურებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც...