საქართველოს ჯარში შესაძლოა ქალები მოიწვიონ

0
1215

“ჯარის ქალის” ტენდენცია საქართველოში ნაკლებად გავრცელებულია და დღეს ქალების ჯარში წასვლა სამოყვარულო ეტაპზეა. 2017 წელს საქართველოს პარლამენტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებაც დარეგისტრირდა, სადაც ინიციატორი ითხოვს, რომ სამხედრო სამსახურში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდეს, თუმცა თუ მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, წინადადება დღემდე უყურადღებო და განუხილველი რჩება.

შევხედოთ რა ვითარებაა ქართულ არმიაში,უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლიდან საუკუნეების შემდეგაც,ქართველი მამაკაცები საქვეყნოთ არიან ცნობილი,როგორც მებრძოლები და მცველები და მათი ეს როლი ყველგან იკვეთება-დაწყებული ფოლკლორული ცეკვებიდან, დამთავრებული იმით,თუ ვინ გადაიხდის რესტორანში.მაგრამ არც ქართველი ქალები იყვნენ ისტორიის მანძილზე მხოლოდ დიასახლისის სტატუსით,ბევრ ბრძოლაში დახმარებიან ისინი ქართველ მამაკაცებს და ბევჯერაც უმნიშვნელოვანესი როლი უთამაშიათ ქვეყნის ბედ-იღბალის გადაწყვეტის საკითხში.

1921 წელს წითელი არმიის წინააღმდეგ და მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველი ქალები სამშობლოს გადასარჩენად მამაკაცების მხარდამხარ გმირულად იბრძოდნენ.დღეს საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით ირიცხება 1821 ქალი ჯარისკაცი,მათი უმრავლესობა რა თქმა უნდა საოფისე და სამედიცინო საქმის შემსრულებელია,მაგრამ არიან სერჟანტი,პილოტი და სნაიპერი ქალებიც.

 

პროექტის ავტორი ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს კანონს, გენდერული თანასწორობის, ასევე, ჯარში მხოლოდ კაცების გაწვევის შესახებ.

ირინე ბარბაქაძე ამ საკითხის მოგვარების გზად, ქალებისთვის ჯარში წასვლის ვალდებულებას დაკისრებას მიიჩნევს.

საკანონმდებლო წინადადებაში წერია, რომ კანონმდებლობაში ცვლილების მიზანია საქართველოს გამთლიანება, ჯარის ბრძოლისუნარიანობის მომატება, ტერიტორიების დაბრუნება და ჯარის გაძლიერება.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადებამ უნდა გაიაროს გარკვეული პროცედურები პარლამენტში, რათა იქცეს კანონპროექტად, შემდეგ კი – კანონად.

რამდენად ხელსაყრელია დღესდღეობით საქართველოს სამხედრო ბაზების მდგომარეობა ქალი ჯარისკაცებისთვის,ეს ჯერ კიდევ კითხვისნიშნის ქვეშაა,მაგრამ ფაქტია,რომ ჩვენს ქვეყანაშიც იმატებს ჯარისკაცი ქალების რიცხვი,მარტო 2009 წლიდან დღემდე როდესაც ქვეყანა ჩაება ISAF-ის ოპერაციებში 1600-მდე სამხედროდან 33 ქალია.როგორც სიმონ დე ბოვუარმა თქვა „ქალებს ქმნიან ისინი არ იბადებიან“ საზოგადოება ქმნის მათ სუსტებად და საოჯახო საქმეებისთვის განკუთვნილად,მაგრამ საზოგადოებრივი აზრი იცვლება და დროთა განმავლობაში პროგრესს განიცდის.ქალები კი მათი ძალისხმევის შედეგად ანგრევენ გენდერულ სტერეოტიპებს და არიან ისეთივე კარგი მებრძოლები,როგორიც მამაკაცები.