4 მაისს, ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტოვიბებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოგიდგენენ საქართველოში განხორცილებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. ტრადიციულად მოეწყობა ENPARD-ის კუთხე, სადაც ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციები და პროგრამის ბენეფიციარები, სოფლის განვითარების პროექტებს და ინიციატივებს წარმოადგენენ.
ევროპის დღის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, საოჯახო გასართობი აქტივობები, მრავალფეროვანი თამაშები, ქართული და ევროპული ზღაპრების თეატრალური წარმოდგენები. კვების განყოფილებაში შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ ევროპის „გემო“.
ღონისძიების კულმუნაცია კი საღამოს კონცერტი ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი 33ა და DJ Nicole-ს მონაწილეობით.
ევროპის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და თბილისის მერიის საერთო ინიციატივაა და ხორციელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან და ევროკავშირის პროგრამებთან/ პარტიორებთან თანამშრომლობით.
ღონისძიების პროგრამა:
12:00 -17:00 / რიყის პარკი
-
ევროსოფელი – ევროკავშირის წევრი ქვეყნები
-
კულტურული წარმოდგენები, თამაშები და პრიზები
-
მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი ოჯახისთვის
17:00 – 19:00 / ევროპის მოედანი
-
შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში
19:00 / ევროპის მოედანი
გალა-კონცერტი
-
ნიაზ დიასამიძე & ჯგუფი 33ა
-
Nicole DJ set.