საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის , გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მიუნხენის ქართული სამრევლოს  წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე საჯაროდ წერს რომ უცხოეთში არსებულ სამრევლოებს დაფინანსება საერთოდ არ აქვთ და ამ მხრივ ყურადღებას საჭიროებენ: ,,კვლავ 0 თეთრი დახმარება გერმანია-ავსტრიის სამრევლოებს ! ისევ 26 მილიონი წლიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებს, კიდევ დამატებით...
პატარა ზომის, რკინის კარს რომ შეაღებ და აღმართს აივლი აქ უკვე ქართული სული იგრძნობა, ის სული წლების წინ რომ კილომენტრებით დავშორდით. გულისცემა ყველა გადადგმულ ნაბიჯთან ერთად ხშირდება, ტაძრის კარს ვუახლოვდები და გულისცემას თან მუხლებისა და ხელების ,,ცახცახი", ერთვის და აცახცახებული ხელით ვცდილობ პირჯვარი გადავისახო, სიამაყისა და...
 დღეიდან, მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველებს უფლება აქვთ ერთი წლის განმავლობაში (!!!) მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.-  აცხადებს საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. როგორც იცით „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი ამოქმედდა და საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს დღეიდან საშუალება ექნებათ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სერვისების განვითარების...
„ქართველი ემიგრანტების წვლილი პოლონეთის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დღეს უკვე ნათლად შესამჩნევია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ჩამოსული მიგრანტები შევიდნენ იმ საერთაშორისო დაფინანსების და განვითარების პროგრამების ფარგლებში, რაც დღემდე სხვა ეროვნულ დიასპორებზე ვრცელდება. ჩვენი პოზიცია მკაფიოა ვითხოვთ არა უპირატესობას, არამედ თანაბარ შესაძლებლობას.“ - განაცხადა პოლონეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარემ...
 ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.პრემიერმა პატივი მიაგო ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას ეს თანამდებობა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში...
19 მაისს ათენში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე რომელიც ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციის სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ძალისხმევით მოეწყო ძირითადად წარმოდგენილია 1918-1921 წწ.-ს ისტორიული მოვლენების ფოტოები. გამოფენა გახსნის დღესვე  მოინახულეს საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგენგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა  და ათენში მცხოვრებმა თანამემამულეებმა. საქართველოს პირველი დემოკრატიული...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა თავს სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად მიიჩნევს: ,, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ქართველი ემიგრანტების (საქართველოს საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელი მოქალაქეების) უმრავლესობა საკუთარ თავს ფაქტიურად სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად (იძულებით გადაადგილებულ პირად) მიიჩნევს,რაც ვფიქრობ საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია საქართველოს ხელისუფლებისა და პროფილური საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვისაც." მისი მოსაზრებით...
matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველების ხუთეული დაასახელა და მათგან ორი ქართველი აღმოჩნდა – საბა კვირკველია და გიორგი ჯიქია. მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველი კვირკველია Matchtv.ru-მ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელა, ხოლო რუსეთის ნაკრებისა და “სპარტაკის” უკანახაზელი ჯიქია – მეხუთეზე გაიყვანა. „საჩემპიონო გასახდელში “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველის როლი ყველაზე საინტერესოდ ახსნა: “შენ გარეშე...