https://www.facebook.com/avtandilikakabadze/videos/3160925780588268/?notif_id=1579769158609759¬if_t=tagged_with_story
თუ რატომ მიემგზავრება გია ჯაჯანიძე ათენში და რა მისია ექნება 2 თებერვალს მას ბერძენთა დედაქალაქში, სადაც ევროპაში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა არსებობს ამის შესახებ ინფორმაციას ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,კავკასია" ავრცელებს.
როგორც ცნობილი დიასპორული ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა საბერძნეთის დედაქალაქში 2 თებერვალს, კვირას, 14:00 საათზე, კინო-თეატრში „ტრიანონ“ (ΤΡΙΑΝΟΝ), გიორგი ჩიტაურის...
უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ვოკალისტმა ქართულ ენაზე ბერძენი მომღერლების შემდგომ ფერადკანიანი მოსწავლეებიც ამაღერა, ირმა აროშვილი-მატაკაკი ქართველი ემიგრანტია საბერძნეთში, რომელსაც ბერძნული მუსიკალური სამყარო იცნობს, როგორც უნიჭიერეს მუსიკოსს. ირმა საქართველოში ქალთა კვარტეტს "ხმები" ხელმძღვანელობდა და ახლა წლებია საბერძნეთის დედაქალაქში საკუთარ მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს. მის სახელს არაერთი ინოვაციური პროექტი უკავშირდება და არაერთი უცხოელიც...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან...
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის,საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შესაძლებლობა-შეღავათებს მოქმედების ვადა უახლოეს პერიოდში ეწურება.დისაპორის კომიტეტის თავმჯდომარეს განცხადების თანახმად კონსულტაციები შესაბამის სამთავრობო უწყებებთან გაიმართა და ვადის გადაწევის საკითხი შეთანხმებულია. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შესაძლებლობები 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
კერძოდ, ეს საქართველოს...
ქართველმა ბიზნესმენმა თავის პარტნოირებთან ერთად გერმანული MHB ბანკი იყიდა.საუბარია ქართველების მიერ დაფუძნებული ფინტექ კომპანია Raisin-ზე.Raisin-ი 2013 წლიდან გერმანიაშია ბაზირებული. კომპანია მომხმარებლისთვის აგვარებს ძალიან მარტივ პრობლემას - საბანკო დეპოზიტის შეძენით დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან რთულია გადაწყვიტოს, რომელი სადეპოზიტო პროდუქტი აირჩიოს მაშინ, როცა პირობები ყველა ბანკს განსხვავებული აქვს. პლატფომა საშუალებას იძლევა მარტივი...
მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ თავად მსახიობმა “იმედის დილაში” განაცხადა.აღსანიშნავია, რომ ნინიძე, რომელიც რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის – მიროვის როლს ასრულებს, სერიალის მეშვიდე სეზონის რამდენიმე სერიაში უკვე მონაწილეობდა.მსახიობმა ბენედიქტ კამბერბაჩისთან გადაღების პროცესი გაიხსენა.
“პირველი დღე იყო უცნაური, მაინც გეხამუშება, შემდეგ იმდენად ჩვეულებრივი , უკომპლექსო, თან მარტივი და კომფორტულია, ისე რომ ყურადღებას ამით...
11 ივნისს ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში გაიმართება წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ალექსანდრე მიქაბერიძე, გამომცემელი ცირა კემულარია, ხოლო წიგნი ხელოვნების სასახლეში თქვენი მონა მორჩილის რედაქტორობით მომზადდა, გამოცემას შესანიშნავი დიზაინერობა ირაკლი ზამბახიძემ გაუწია.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორის განცხადების თანახმად ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში ქართული ანბანის და მასზე შექმნილი წიგნის...
"მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, დიდება უკრაინას"დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელინსკის უკრაინის ახლად არჩეული პრაზიდენტის გადაწყვეტილებას:
22 მაისს მიხეილ სააკაშვილმა წერილით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკის, დაებრუნებინათ მისთვის უკრაინის მოქალაქეობა. წერილში მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას სააკაშვილი "უკანონოს" უწოდებდა, ვინაიდან, მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს არსებული მეთოდით მოქალაქეობის ჩამორთმევას. სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამარაშორისო სამართლით...
ranker.com არის ცნობილი ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლის მიერ შედგენილ რეიტინგებს აქვეყნებს. აღნიშნულ პორტალს 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების სიაში, ყველა დროის საუკეთესო მწერალი, შოთა რუსთაველი 23-ე ადგილს იკავებს