საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი შვილებისთვის მშობლიური, ქართული ენის შენარჩუნების საკითხია, რომელსაც ისინი ქართული საკვირაო სკოლების საშუალებით უმკლავდებიან. საკვირაო სკოლებში პირველ რიგში, ენობრივი ბარიერის გადალახვაში ეხმარებიან პატარა ქართველებს და მშობლიურ ენაზე წერა-კითხვასაც ასწავლიან. ქართული დიასპორების წარმომადგენლები,რომლებიც წლებია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მათი შვილები ადაპტირებულნი არიან გარემოსთან და იმ ქვეყნების...
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით წინა წელთან შედარებით 800 000 ლარით იზრდება დიასპორული პოლიტიკის მიმართულების დაფინანსება და ის 2 200 000 ლარს გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კუთხით დაგეგმილია დიასპორისათვის საგანმანათლებლო პროგრამების, სხვადასხვა პროექტების და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, პროექტი „იყავი შენი...
თუ რატომ მიემგზავრება გია ჯაჯანიძე ათენში და რა მისია ექნება 2 თებერვალს მას ბერძენთა დედაქალაქში, სადაც ევროპაში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა არსებობს ამის შესახებ ინფორმაციას ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,კავკასია" ავრცელებს.
როგორც ცნობილი დიასპორული ორგანიზაციის განცხადებიდან ირკვევა საბერძნეთის დედაქალაქში 2 თებერვალს, კვირას, 14:00 საათზე, კინო-თეატრში „ტრიანონ“ (ΤΡΙΑΝΟΝ), გიორგი ჩიტაურის...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გაიმართა. ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა საინტერესო იქნება ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის, ისევე როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ მუდმივად მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის,რომელთაც ისტორიული კავშირები აქვთ საქართვე-...
5 აპრილს ათენში ბესო ჩუბინიძის მორიგი წიგნის ,,ღიმილის ბიჭები"-ს პრეზენტაცია შედგება და მასთან ერთად მისივე რეჟისურით გადაღებული თემურ წიკლაურის კლიპის „მე შენ მიყვარხარ საქართველო“ პრემიერაც იხილავს დამსწრე საზოგადოება.
გამარჯობა ქართველებო! ეს, ჩემი რიგით მესამე წიგნია...
,,სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები უფრო და უფრო გაძლიერდეს." - ეს განცხადება დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში გააკეთა: ,, ქართულ საელჩოებს და საკონსულოებს აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია, თუმცა ამ ფუნქციის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ხშირად, ჩვენი ოჯახებიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი რჩებათ ყურადღების...
24 აგვისტოს, ვენაში ქართული სათვისტომოსთვის ბიბლიოთეკა გაიხსნება. „ამჯერად სხვა ფორმატის გზა ავირჩიე და შესანიშნავ ხალხთან ერთად ავტობუსით გადავლახეთ თურქეთი, ბულგარეთი, სერბეთი, რუმინეთი, უნგრეთი და უკვე ავსტრიაში ვარ, ვენაში. აქ ავსტრიის ქართველთა სათვისტომო გვმასპინძლობს და 24 აგვისტოს ქართულ ბიბლიოთეკასაც მოვუწყობთ, მერე ლექციას წავიკითხავ და ჩემი წიგნის წარდგენა გაიმართება. იქვე ქუთაისელი და...
რამდენიმე წლის წინ საქართველოდან კანადაში წავიდა და უცხო ქვეყანაში თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა დაიწყო. შრომა დაუფასდა - ორ წელიწადში საკუთარი სამშენებლო ბიზნესის მფლობელი გახდა. დღეს 4 შვილის მამა ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნებასა და საკუთარი ქვეყნის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანაზე ოცნებობს...
“წარმატებული მაშინ ვიქნები, როდესაც სამშობლოში მოვახერხებ დაბრუნებას, ოჯახით დაფუძნებასა და ჩემი ქვეყნის შენებაში მცირედი...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გაავრცელა განცხადება სადაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიერ დაარსებული ორგანიზაციებისთვის დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის განსაზღვრას და დადგენას ითხოვს:
საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფომ დიასპორული ორგანიაციის სტატუსის მინიჭების წესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადგინოს და განსაზღვროს. ვფიქრობ დროა...
მიმდინარე წლის 27-28 მაისს, თბილისში , ქართული დიასპორის ფორუმი "ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფორუმი გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, რომელიც მთელი ფორუმის მანძილზე უძღვებოდა მას.
დიასპორის ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული იყვნენ...

































