ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოსთან არსებული "წმიდა გიორგის" სახელობის ქართული მართლმადიდებლური ასოციაციისა და სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ქართული კულტურის საღამო "მე, შენ და საქართველო".
კონცერტში მონაწილეობდნენ აღნიშნულ ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.
კონცერტის ბოლოს მოხდა ახალგაზრდა წარმატებული ემიგრანტების დასაჩუქრება.
კონცერტს სხვა სტუმრებთან ერთად დაესწრნენ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს...
19 მაისს ათენში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე რომელიც ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციის სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ძალისხმევით მოეწყო ძირითადად წარმოდგენილია 1918-1921 წწ.-ს ისტორიული მოვლენების ფოტოები.
გამოფენა გახსნის დღესვე მოინახულეს საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგენგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა და ათენში მცხოვრებმა თანამემამულეებმა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული...
ბერძნულ-ქართული ფორუმი კუნძულ კერკირაზე (საბერძნეთი), 2018 წლის 1 დეკემბერს, 20:00 საათზე, კ. კერკირას დედაქალაქში „ბერძნულ-ქართული კულტურათა III დიალოგის“ („3ο Αντάμωμα Πολιτισμών Ελλάδας - Γεωργίας στην Κέρκυρα“) ფარგლებში, ქ. კერკირას მუნიციპალიტეტის 800-კაციან თეატრის დარბაზში (Δημοτικό Θέατρο της Κέρκυρας) გაიმართება საზეიმო საქველმოქმედო კონცერტი, „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიას“...
უკრაინაში ქართული კულტურის ზეიმი მოეწყო. კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ადამიანებისთვის საღამოს კულმინაცია ქართული ნაციონალური ბალეტის სცენაზე გამოჩენა გახდა. სუხიშვილების გამოჩენას უკრაინელი მაყურებელი დილიდან ელოდა.
ქართული კულტურის გაცნობა და შეყვარება - ეს არის მიზეზი, რის გამოც კიევში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
იდეის ავტორი და ორგანიზატორი უკრაინაში ქართული დიასპორის პრეზიდენტი,...
"გეორგიას“ პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას განცხადებით, უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშალს, სხვადასხვა პოლიტიკური თუ პირადული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები ხელს უშლიან დიასპორული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას და აფერხებენ კვალიფიციურ მუშა პროცესს, ამის შესახებ განცხადება მან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სრულიად უკრაინის...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით კვიპროსში
საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქართული საკვირაო სკოლა დედაქალაქის
ცენტრში, ერთ ერთ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსდა.
საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ. საქართველოს ელჩმა სტუმრებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც ქართულმა საკვირაო სკოლამ ახალ შენობაში გადაინაცვლა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ განახლებული...
„ქართველი ემიგრანტების წვლილი პოლონეთის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დღეს უკვე ნათლად შესამჩნევია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ჩამოსული მიგრანტები შევიდნენ იმ საერთაშორისო დაფინანსების და განვითარების პროგრამების ფარგლებში, რაც დღემდე სხვა ეროვნულ დიასპორებზე ვრცელდება. ჩვენი პოზიცია მკაფიოა ვითხოვთ არა უპირატესობას, არამედ თანაბარ შესაძლებლობას.“ - განაცხადა პოლონეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარემ...
საფრანგეთის დედაქალაქში ქართული თეატრის დღეს, 2019 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია "TAM'ART" წარმოგიდგენთ ერთობლივ სპექტაკლს "დაარქვი, რაც გინდა".
სპექტაკლი გაიმართება შემდეგ მისამართზე:
Théâtre "Darius Milhaud"
84 Allée Darius Milhaud
75019 Paris
ეპისკოპოს საბას განცხადებით არიან კონკრეტული ჯგუფები რომლებიც ემიგრანტების პრობლემებით არასოდეს დაინტერესებულან და მხოლოდ სიძულვილს აღვივებენ.
ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ექსარხიის ეპისკოპოსის თქმით : „წლევანდელი წლის დავითობა ზოგიერთმა ტელევიზიამ მიკერძოებულად აჩვენა და მას მოჰყვა არაერთი გულსატკენი კომენტარი სხვადასხვა ადამიანისგან. ნებისმიერ ადამიანი, როდესაც ტაძარში მოდის დღესასწაულზე,...
ქუთაისსა და ნიკეას მინიციპალიტეტებს შორის 40 წლის წინ ხელმოწერილი მეგობრობის მემორანდუმის განახლება და საიუბილეო თარიღის აღნიშვნა იგეგმება - ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საჯარო რელიზით იქნა დადასტურებული.
როგორც დიპლომატიური მისიია იტყობინება საქართველოს ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, ლევან ბერიძემ შეხვედრა ...

































