საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან...
გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად გერმანიამ და მთლიანად ევროკავშირმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
პარლამენტში გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ევროკავშირისთვის შესაძლოა, საბედისწერო გახდეს სწორედ მიგრაციის თემა და დაუშვებელია, რომ ამ საკითხში უთანხმოებამ გამოიწვიოს ევროკავშირის დანგრევა.
ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ...
https://www.facebook.com/194747081183106/videos/209219113069236/
ალბანური დანაშაულებრივი სინდიკატი, თურქული კრიმინალური დაჯგუფებები, ლიბანური მაფია და "ვაინახელი პარტიზანები"
"ქართველთა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები კვლავაც რჩებიან ევროკავშირის არაწევრი იმ ერების რიცხვში, რომლებიც ყველაზე ხშირად არიან ჩართული სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულებში ევროკავშირის ტერიტორიაზე. ისინი განსაკუთრებით აქტიურობენ საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში", - ევროკომისიის დასკვნიდან, დეკემბერი, 2017წ.
"თუ ქართველები ბანდიტობენ, სხვებთან ერთად ბანდიტობენ,...
გერმანია და ესპანეთი საიმიგრაციო კრიზისთან ბრძოლის პროცესში აფრიკასთან თანამშრომლობის მომხრეები არიან. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერმა ბერლინში, საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ოფიციალური ბერლინი და მადრიდი 28 ივნისს დაგეგმილი სამიტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში არსებული საიმიგრაციო კრიზისის აღმოსაფხვრელად აფრიკულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა...
მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიის პრემიერმინისტრ შარლ მიშელს მკაცრი კონტროლის დაწესების პოზიცია აქვს, მისი განცხადებით, "შენგენის" ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესანარჩუნებლად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ მკაცრი სასაზღვრო კონტროლი.
"ჩვენ რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა თუ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონაში, მაშინ მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ გარე საზღვრები. მეორე პრიორიტეტი კი ის არის,...
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირის იმ წევრებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ, ფინანსური სანქციები ელით. განცხადება ემანუელ მაკრონმა ესპანელ კოლეგა პედრო სანჩესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მაკრონის თქმით, დაუშვებელია, ევროკავშირის წევრთა ნაწილი მუდმივად სარგებლობდეს ფინანსური შეღავათებით და ამავე დროს, ეგოისტურად იქცეოდეს, როდესაც საქმე მიგრანტების მიღებას ეხება
საფრანგეთისა და ესპანეთის მთავრობის...
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ გაერთიანების წევრი სახელმწიფოები არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად სწორ გზას ირჩევენ.
ბრიუსელში საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა გაერთიანების 16 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს. შეხვედრაზე საიმიგრაციო კრიზისის დასაძლევად იტალიის პრემიერ-მინისტრმა კოლეგებს ახალი გეგმაც წარუდგინა, რომელიც სატრანზიტო ქვეყნებში მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნას ითვალისწინებს.
ამასთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ...
იტალიის დედაქალაქში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 20 წლის ახალგაზრდა კარაბინიერებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ბინიდან ძვირფასი ნივთების გატანას ცდილობდა.
სამართალდამცველები დანაშაულის ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც პოლიციაში ბინის მეპატრონემ დარეკა. 68 წლის პენსიონერმა განაცხადა, რომ მისი სახლის კარი ღია დახვდა, ხოლო შიგნიდან საეჭვო ხმები ისმოდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა კარაბინიერებმაბინის ბლოკირება მოახდინეს და ახალგაზრდა...
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრიუსელში მიგრაციის მინი სამიტს უმასპინძლებს.
შეხვედრა კვირას ბრიუსელში ჩატარდება, სადაც ლიდერები მოსალოდნელია, რომ განიხილონ ევროპული გადაწყვეტილებები მიგრაციის გამოწვევებზე, სხვა საკითხებთან ერთად. საბჭომ დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუ რომელი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.
გერმანულ გაზეთ Bild- ის ცნობით, სამიტს დაესწრებიან საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და ესპანეთის, ასევე გერმანიის ლიდერები....