2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, ხოლო ხორვატია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალში თამაში ხორვატებმა ანგარიშით 4:2 დათმეს.
პირველი ტაიმი ფრანგებმა 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ საფრანგეთის კარი ხორვატებმა კიდევ ერთხელ აიღეს და საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი 1998 წლის შემდეგ მეორედ გახდა. რაც შეეხება ხორვატიას, ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წელს პირველად ითამაშეს და ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს. ნაკრების ოფიციალურ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ- კიტაროვიჩი. შეგახსენებთ რომ 5 მილიონიანი მოსახლის ხორვატიის ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობდა.