სირია რუსეთის დახმარებით მზადაა მილიონი სირიელი სამშობლოში დააბრუნოს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა: „2015 წლიდან, როცა სირიის ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლება დაიწყო, მილიონზე მეტი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ სახლს. ახლა არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში კიდევ მილიონი ლტოლვილი დაბრუნდეს“ - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.  მისივე განმარტებით, რუსეთის მხარდაჭერით,...
შვედური მედია ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების შესახებ იუწყება და აქვეყნებს გასული 6 წლის სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სხვადასხვა დანაშაულებებში მხილებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მზარდია. „ტვ4“-ის ინფორმაციით, თუ 2013 წელს შვედეთის ციხეში სასჯელს საქართველოს 90 მოქალაქე იხდიდა, 2018 წელს ეს რიცხვი 252-მდე გაიზარდა. ერთ-ერთმა წამყვანმა შვედურმა სატელევიზო...
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე  დავით დონდუა დაინიშნა.მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია რომ ის საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში ინიშნებოდა საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად, თუმცა დღეს პრეზიდენტის ხელმოწერით ავსტრიის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება. საქართველოს...
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრიუსელში მიგრაციის მინი სამიტს უმასპინძლებს. შეხვედრა  კვირას ბრიუსელში ჩატარდება, სადაც ლიდერები მოსალოდნელია, რომ განიხილონ ევროპული გადაწყვეტილებები მიგრაციის გამოწვევებზე, სხვა საკითხებთან ერთად. საბჭომ დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუ რომელი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან. გერმანულ გაზეთ Bild- ის ცნობით, სამიტს დაესწრებიან  საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და ესპანეთის, ასევე გერმანიის ლიდერები....
„ვინც არღვევს ვიზალიბერალიზაციის წესებს და პრინციპებს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს პირველ რიგში,“ - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება ვიღაცის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. „ვიღაცები მაინც სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით იმისთვის, რომ არალეგალურად შევიდნენ ან მოითხოვონ თავშესაფარი ევროპაში. ეს არის პრობლემა, რომელზედაც ორმხრივად...
ევროკავშირის ლიდერები მომავალ კვირას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ე.წ. „განტვირთვის რეგიონული პლატფორმების“ შექმნის საკითხს განიხილავენ. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების ერთობლივი განცხადების პროექტში. მედიასაშუალების წყაროს ცნობით, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ იგეგმება მიგრანტთა ცენტრების შექმნა, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადის განხილვა თავშესაფრის მაძიებლის ევროპაში ჩასვლამდე მოხდება. Reuters-ის წერს, რომ შესაბამისი ცენტრები შესაძლოა, ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში...
დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დანია საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს, ვინაიდან დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის მიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით: ,, დანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს...
  გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილეებმა  Global Compact for Migration-ი გასულ კვირას წარადგინეს შეთანხმებას დოკუმენტი, რომელიც მიზნად მიგრაციის გლობალური პოლიტიკის შემუშავებას და საერთაშორისო გამოწვევის აღმოფხვრას ისახავს, მას  ხელი დეკემბერში, მაროკოში უნდა მოაწერონ. მაგრამ დღეს გახდა ცნობილი რომ უნგრეთი გაეროს მიერ შემუშავებულ  შეთანხმებას გამოეთიშება, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ...
გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად გერმანიამ და მთლიანად ევროკავშირმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. პარლამენტში გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ევროკავშირისთვის შესაძლოა, საბედისწერო გახდეს სწორედ მიგრაციის თემა და დაუშვებელია, რომ ამ საკითხში უთანხმოებამ გამოიწვიოს ევროკავშირის დანგრევა. ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ...
თურქული მედიის ცნობით ერდოღანს ევროპაში არსებული თურქული დიასპორა სრულ მხარდაჭერას უცხადებს, და მაგალითად გერმანიასა და ავსტრიაში მცხოვრებელი თურქეთის მოქალაქეების აქტივობას ასახელებენ. თურქული მედიის ცნობით გერმანიაში მცხოვრები თურქების ორმა მესამედმა საყოველთაო არჩევნებში ხმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისცა, ავსტრიაში კი გაცილებით დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ავსტრიაში ერდოღანმა იქ მცხოვრები თურქების 70...