ეროვნული ბანკის მონაცენებით, 2018 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 135.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 332.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ...
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, ხოლო ხორვატია მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალში თამაში ხორვატებმა ანგარიშით 4:2 დათმეს.
პირველი ტაიმი ფრანგებმა 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ საფრანგეთის კარი ხორვატებმა კიდევ ერთხელ აიღეს და საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.
საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი 1998 წლის შემდეგ მეორედ გახდა. რაც შეეხება ხორვატიას, ხორვატებმა მსოფლიო ჩემპიონატის...
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ იმიგრაცია არ არის კარგი არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არც ევროპისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს ძალიან ნეგატიურია. მე შესანიშნავი ურთიერთობები მაქვს ანგელა მერკელთან, გერმანიასთან, თუმცა ვფიქრობ, იმიგრაცია აზარალებს გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს. ვიცი, ეს პოლიტიკურად კორექტული არ...
იტალიაში არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ბიზნესში უკრაინის, საქართველოსა და ლატვიის მოქალაქეებიც არიან ჩართულნი. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს. გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაბანდისტები მიგრანტებს თურქეთიდან ევროპის სანაპიროებამდე კომფორტულ გადაყვანას სთავაზობენ,
რაშიდან თითოეული მიგრანტისგან 5 ათას ევროს იღებენ. ეს ათჯერ აღემატება იმ თანხას, რასაც მიგრანტები კონტრაბანდისტებს ლიბიიდან იტალიაში გადასაყვანად უხდიან. ამ გზით იტალიაში ყოველწლიურად...
საბერძნეთის პარლამენტში უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრაზე ორი ქართველი სტუდენტი, სტუდენტების და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანელიძე და ამავე ასოციაციის კონკურსის ,,წლის სტუდენტი 2017" -ის ჯილდოს მფლობელი და ათენის სახელმწიფო უნვერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე იქნენ მიწვეულები.
სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგნენ უცხოელი სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამის დამფუძნებელი,პროფესორი,ცნობილი ენათმეცნიერი პანაიოტის კონდოსი, საბერძნეთის პარლამენტის...
მწერალი და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე საკუთარ სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის საყურადღებო განცხადებას აკეთებს და წერს: ,,ვისაც ევროპა გარყვნილების ბუდე გგონიათ და საქართველო კლდემამოსილების სიმბოლო!!!
- საფრანგეთში, კერძოდ პარიზში რამდენიმე წლის წინ აიკრძალა ძალიან მოკლე კაბით სიარული (იტალიაში ეს კანონი ქალაქ კასტელამარე-დე-სტაბიაში 2010 წელს მიიღეს) ფრანგ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ მდინარე სენაზე ბანაობა...
გერმანული ტელეკომპანია „მითელდოიჩერ რუნდფუნკმა“ საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის რეადმისიის საკითხში არსებულ თანამშრომლობას ეხებოდა.
სიუჟეტში საუბარია, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისის ფონზე, საქართველო იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს ლტოლვილთა წარმოშობის ქვეყანასთან გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულება. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ გერმანიის უწყებები სწრაფად ღებულობენ ამა თუ იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო...
ქაბულში, გერმანიიდან ერთი კვირის წინ დეპორტირებულმა 23 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გარდაცვლილი ერთ-ერთი იყო ავღანეთის 69 მოქალაქეს შორის, რომლებიც გერმანიის ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა. ის გერმანიაში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
ავღანელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა.
ავღანელების დეპორტირების გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეების...
ავსტრიაში დღეს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციულ პოლიტიკას განიხილავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაიმართება. მინისტრები მიგრაციულ პრობლემებთან გასამკლავებლად საერთო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელებენ.
იმის მიუხედავად, რომ 2015 წლის შემდეგ მიგრანტთა ნაკადი ევროპაში მნიშვნელოვნად შემცირდა, აღნიშნული საკითხი ევროკავშირისთვის კვლავ გამოწვევას წარმოადგენს და ექვსთვიან პერიოდში ევროკავშირის...
ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 46 წლის სოციალისტი, ევროფილი პოლიტიკოსი პედრო სანჩესია. ის ესპანეთის მოსახლეობას ახალი ეპოქის დაწყებას ჰპირდება. მაშინ, როცა იტალიის ახალი მთავრობა ღიად ევროსკეპტიკურია, ხოლო გაერთიანებული სამეფო ბრექსიტის სისრულეში მოყვანის პროცესშია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრად მემარცხენე-ცენტრისტ პედრო სანჩესს ირჩევენ – 46 წლის ევროფილ პოლიტიკოსს, რომელიც ესპანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერია. სანჩესი პირველი პრემიერია ევროპაში, რომლის მინისტრთა კაბინეტში 11 ქალია და 6 კაცი. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი
https://www.youtube.com/watch?time_continue=89&v=oDUMQXfifyU