საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის დინამიკა შემცირებულია, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელი რჩება, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. გარდა ამისა, მიგრაციისა და უსაფრთხოების თემებზე სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტებმაციმსჯელეს: „ეს ის საკითხია, რაზეც თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრს ესაუბრა, ასევე ჩვენმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის მიგრაციაც. ჩვენ საქართველოს შს სამინისტროსთან ერთად ვადევნებთ თვალს, თუ რა ზომები ტარდება, რომ შემცირდეს მაღალი მაჩვენებელი, რაც დაფიქსირებული იყო. ზუსტი ციფრები არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ოდნავ შემცირებულია ეს მონაცემები, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელი რჩება“, – განაცხადა პასკალ მენიემ.