თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანაშემწე იგიტ ბულუტისაბერძნეთის ხელისუფლების წევრებს ხელ-ფეხის მოტეხვით დაემუქრა.
„საბერძნეთის ხელისუფლების წევრები, რომლებიც ეგეოსის ზღვაში სადავო კუნძულებზე ფეხს დადგამენ, თურქეთის რისხვას მიიღებენ და ეს იქნება უფრო მასშტაბური, ვიდრე აფრინში მიმდინარე მოვლენები. ხელ-ფეხს მოვამტვრევთსაბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ან ნებისმიერ სხვა მინისტრს, რომელიც გაბედავს და იმიას კუნძულზე ფეხს დადგამს“, – განაცხადა იგიტ ბულუტმათურქულ ტელეკომპანია TRT-სთანსაუბრისას.
თურქი პოლიტიკოსის მუქარას უკვე გამოეხმაურა საბერძნეთის ხელისუფლება. საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის პოზიციას დაუჯერებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები ევროპული პოლიტიკური კულტურისთვის უცხოა.
იმიას ორი კუნძული 40 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს და საბერძნეთის უახლოესი კუნძულიდან 4.6 კილომეტრში, თურქეთის სანაპიროდან კი 7 კილომეტრში მდებარეობს. კუნძულების გარშემო ვითარება უკიდურესად 1996 წელს დაიძაბა, როდესაც ნატოს წევრმა ორმა მოკავშირე ქვეყანამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმები გაგზავნა. ომის საფრთხე მაშინ აშშ-ის ჩარევის შემდეგ განეიტრალდა. 1tv.ge