ტურნირზე საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ასპარეზობდა.
ფიგურულ მოციგურავეთა შორის საერთაშორისო ტურნირ „მენტორ ტორუნ 2018″-ში საქართველოს სახელით იუნიორთა შორის მოასპარეზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა პირველი ადგილიუ დაიკავა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“
ტურნირი პოლონეთის ქალაქ ტორუნში 30 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა
ქართველ მოციგურავეთა წყვილმა უკრაინელ მეტოქეებს 2.1 ქულით გაასწრეს.
ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, „მენტორ ტორუნ 2018-ში” ოცზე მეტი ქვეყნის ასმა მოციგურავემ მიიღო მონაწილეობა.
2017 წლის ბოლოს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა საქართველოს არაერთი წარმატება მოუტანა. 4-6 დეკემბერს ზაგრებში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 7-10 დეკემბერს გამართული „სანტა კლაუსის” თასის მე-11 საეთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს და საქართველოში ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.
5-10 მარტს ქართველი წყვილი იუნიორთა შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიამრთება.