გერმანიაში მიგრანტები დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

0
1348

დღეს გერმანიაში მიგრანტებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ასობით ადამიანი ქუჩებში მხოლოდ ერთი მოთხოვნით გამოვიდა – ისინი გერმანიასა და ევროპაში დევნილებთან მიმართებაში სიძულვილის ტალღის შეჩერებას ითხოვენ.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ მიგრანტები ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხრიდან ხშირად ხდებიან ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ისინი ამბობენ, რომ გერმანიაში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ და ანგელა მერკელს ქმედითი ზომებისკენ მოუწოდებენ.