ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარის ცნობილი მომღერალი დათო არჩვაძეა რომელიც 4 მარტს ათენში ემიგრანტების წინაშე წარდგება რაც შეეხება ემიგრაციულ ცხოვრებას ემიგრანტი არასდროს ვყოფილვარ მაგრამ ემიგრანტის ცხოვრება და განცდები ძალიან ახლოს არის ჩემთან იმიტომ რომ ბევრი უახლოესი ადამიანი მყავს ემიგრაციაში და პლიუს ამას ბავშვობიდან ძალიან ბევრს ვმოგზაურობ (ძირითადად საგასტროლო მოგზაურობით) და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გვიწევს ძირითადად მათთვის კონცერტების ჩატარება და ვხედავთ და შევიგრძნობთ ხოლმე იქ მათ ტკივილებს-სიხარულებს და მონატრებას
და ისინი 100-მაგათ მძაფრად და დიდი მგრძნობელობით აფასებენ ქართულ სიმღერასა და ხელოვნებას
და შესაბამისად უდიდესი პასუხისმგებლობაა ყოველთვის მათ წინაშე წარდგომა
სპეციალურად ემიგრანტებისთვის მაქვს შექმნილი რამოდენიმე სიმღერა.. გამოვარჩევდი სიმღერას –დავდივარ საქართველოთი რომლის მუზაც მეწვია ამერიკაში სადაც 2 წელი ვცხოვრობდი.შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დიდი პერიოდით მაშინ დავტოვე სამშობლო და ალბათ იმ ფაქტმა რომ ძალიან მენატრებოდა ჩემი სამშობლო განაპირობა ამ მელოდიის შექმნა რომელიც საქართველოში ლექსის დასაწერად ვანდე მხოლოდდამხოლოდ უნიჭიერეს ქართველს (მამა პეტრე კოლხს)
ამ სიმღერის სათაური ფაქტიურად სლოგანია ჩვენი ემიგრანტებისთვის!! სადაც წავალთ გულით უნდა ვატაროთ ჩვენი სამშობლო და ვიამაყოთ ჩვენი ქართველობით
სიმღერა
“დავდივარ საქართველოთი”
ფაქტიურად სლოგანია ჩვენი ემიგრანტებისთვის!! და ვეტყოდი მათ რომ გულით ეტარებინოთ თავიანთი სამშობლო სადაც არ უნდა წავიდნენ და ასახელონ თავიანთი ქვეყანა ვისაც რითი შეუძლია და გააცნონ ქართული ტრადიცია და კულტურა სხვებს
არაერთხელ მქონია ქალაქ ათენში გასტროლი და ამჟამადაც დიდი პასუხისმგებლობით და სიხარულით ვემზადები ათენელ ქართველებთან შესახვედრად,, განსაკუთრებით მანდილოსნებთან და მითუმეტეს დედებთან რომელთაც ეძღვნებათ ეს კონცერტი და ვეცდები რომ მათი გულები გავათბო ქართული სიმღერით