საფრანგეთის მთავრობა საიმიგრაციო კანონმდებლობასა და თავშესაფრის მინიჭების წესებს ამკაცრებს

0
2340

საფრანგეთის მთავრობა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობისა და თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

კანონპროექტის მიხედვით, არალეგალი მიგრანტების დაკავების პერიოდი, რომელიც ამჟამად 45 დღეს შეადგენს, 90 დღემდე იზრდება. ასევე მცირდება თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის ვადები, ხოლო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ერთწლიანი პატიმრობისა და ჯარიმების შემოღება იგეგმება.

მთავრობაში აცხადებენ, რომ სურთ, ემიგრაციის საკითხებში უფრო მტკიცედ და სამართლიანად იმოქმედონ, ამიტომ კანონპროექტის მიხედვით არასრულწლოვანთათვის თავშესაფრის მინიჭება მარტივდება და ორჯერ მცირდება ვადა, რომლის განმავლობაშიც სახელმწიფო ორგანოებმა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადება უნდა განიხილოს.

საფრანგეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი იმიგრანტია. 2017 წელს საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 100 000-ს გადააჭარბა. ambebi.ge