ბერძნული ავიაკომპანია თბილისიდან სალონიკისა და კუნძულ კრეტას მიმართულებით მაისიდან რეგულარულ რეისებს განაახლებს

0
2208

მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძული კრეტას მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განახლდება. ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 22 მაისიდან კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს განახორციელებს.

14 ივნისიდან კი რეისები კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ერთი გზის ბილეთის ფასი 297 ლარიდან, ხოლო ორი გზის ბილეთის ფასი 591 ლარიდან დაიწყება. ამასთან, 14 ივნისიდან რეისები კუნძულ კრეტას მიმართულებითაც დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება და ორმხრივი ბილეთის ფასი 765 ლარი იქნება.