ქ.ნიუ-იორკი – საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარგო ვალმსტრომთან. მინისტრების შეხვედრა გაერო-ში გენერალური ასამბლეის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
მიხეილ ჯანელიძემ და მარგო ვალსტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, განსაკუთრებით წარმატებულად შეფასდა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად რაც საქართველოს ცალკეული მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ თავშესაფრის მიღების პროცედურების წესების დარღვევას უკავშირდება. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა, მათ შორის შვედეთში საქართველოს პოლიციის ატაშის წარგზავნის გადაწვეტილება.