თურქეთი საქართველოს სამხედრო მიზნების გასაძლიერებლად 5 500 000 ლირას გადასცემს

0
2116

თურქეთი საქართველოს მთავრობას სამხედრო მიზნებისთვის 5 500 000 ლირა(დაახლ. $1 350 000) გამოუყო. შესაბამის შეთანხმებას ხელი 2017 წლის ბოლოს მოეწერა, ბიუროს სხდომაზე კი 18 აპრილს განიხილეს.

დოკუმენტის მიხედვით, ახლახან გამოყოფილი თანხის ნაწილი – 4 500 000 ლირა და მანამდე სამხედრო გრანტის შესაბამისად გამოყოფილი, თუმცა გამოუყენებელი $3 883 382 ქართულმა მხარემ თურქული სამრეწველო კომპანიებისგან სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესასყიდად უნდა გამოიყენოს: კერძოდ, საუბარია სამხედრო საინჟინრო სკოლის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და საინჟინრო ბრიგადის პროექტის გამუჯობესებაზე. დანარჩენი 1 000 000 ლირა კი მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაციას მოხმარდება.

5-წლიანი შეთანხმების დოკუმენტი თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა. საქართველოს მხრიდან მას ხელს თურქეთში საქართველოს თავდაცვის ატაშე ალექსანდრე ქუთათელაძე აწერს, თუქეთის მხრიდან კი- ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის გენერალური დირექტორის მოადგილე იუჯელ ქელეში.

წყარო: http://netgazeti.ge